მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. არჩილ გორდულაძე: საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული და სწორი ინფორმაციის მიწოდება ცენზურა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ყოფილა. ასეთი ინტერპრეტაციის დამკვიდრებას ცდილობს კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და მათ უკან მდგომი ე.წ. ბიუროკრატიული წარმომადგენლები
არჩილ გორდულაძე: საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული და სწორი ინფორმაციის მიწოდება ცენზურა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ყოფილა. ასეთი ინტერპრეტაციის დამკვიდრებას ცდილობს კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და მათ უკან მდგომი ე.წ. ბიუროკრატიული წარმომადგენლები

რუსთავი 210 ნოემბერი, 2026, 11:36|rustavi2.ge

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2025 წელს ჩვენმა გუნდმა დააინიციირა და პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მედიის მიერ საზოგადოებისათვის სამართლიანი, ფაქტებზე დაფუძნებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გორდულაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები მედიას საზოგადოებისთვის სამართლიანი, ფაქტებზე დაფუძნებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებს და ეს ვალდებულებები მედიას ჯერ კიდევ 17 წლის წინ ჰქონდა ნაკისრი, თუმცა მათი შეუსრულებლობის გამო საჭირო გახდა კანონმდებლობით განსაზღვრა.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს ფაქტები დაამახინჯოს და ფაქტზე დაფუძნებული სწორი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება ცენზურად და თავისუფალ მედიაზე თავდასხმად წარმოაჩინოს.

"ეს ის ვალდებულებებია, რომლებიც მედიას ჯერ კიდევ 17 წლის წინ ჰქონდა ნაკისრი, თუმცა, ვინაიდან პარტიული დანაყოფები და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებები ამ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ, მათი შესრულება უკვე კანონმდებლობით განისაზღვრა.

ამ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს გვესმის შეფასებები, თითქოს ეს მედიაზე ზეწოლა იყოს. თურმე საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული და სწორი ინფორმაციის მიწოდება ცენზურა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ყოფილა. სწორედ ასეთი ინტერპრეტაციის დამკვიდრებას ცდილობს კოლექტიური "ნაცმოძრაობა", მისი პარტიული დანაყოფები და მათ უკან მდგომი ე.წ. ბიუროკრატიული წარმომადგენლები - სხვადასხვა სახელისა და გვარის მქონე უცხოელი თანამდებობის პირები.

ფაქტი ერთია, ხოლო რეალობის სხვაგვარად წარმოჩენა - მეორე. ამას კი ისევ და ისევ ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ. მათ, ფაქტობრივად, პარალელური სამყარო აქვთ შექმნილი, სადაც სალომე ზურაბიშვილი კვლავ პრეზიდენტია, სადაც მათ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ე.წ. ტექნიკური მთავრობა ჰყავთ ჩამოყალიბებული და სადაც, როგორც ჩანს, ურჩევნიათ, ჩვენს ქვეყანაში ბომბების წვიმა ცვიოდეს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მშვიდობაა უზრუნველყოფილი. სწორედ ასეთ რეალობაში ცხოვრობენ და ცდილობენ, ეს წარმოსახვითი სამყარო საზოგადოებას არსებულ რეალობად შესთავაზონ", - განაცხადა გორდულაძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ჭეიშვილი: "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" საკონსტიტუციო წესრიგი და ინსტიტუტების პატივისცემა იმთავითვე არაფრად მიაჩნდა, ეს მათი ხელწერაა

თორნიკე ჭეიშვილი: "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" საკონსტიტუციო წესრიგი და ინსტიტუტების პატივისცემა იმთავითვე არაფრად მიაჩნდა, ეს მათი ხელწერაა

რუსთავი 2

საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა, მაღალი რანგის შეხვედრების ფონზე გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით დარგობრივი და ინსტიტუციური შეხვედრები - ნინო წილოსანი

საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა, მაღალი რანგის შეხვედრების ფონზე გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით დარგობრივი და ინსტიტუციური შეხვედრები - ნინო წილოსანი

რუსთავი 2

არჩილ გორდულაძე საკონტიტუციო სარჩელზე: არ გვაქვს უფლება 2004-2012 წლები დავივიწყოთ. ამ ადამიანებისთვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპები, უბრალოდ არ არსებობს

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა 

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა 

რუსთავი 2