მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. გელა სამხარაული ნაირობიში შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე გლობალურ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს | Rustavi2
გელა სამხარაული ნაირობიში შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე გლობალურ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს | Rustavi2

გელა სამხარაული ნაირობიში შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე გლობალურ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

16–17 ნოემბერს, კენიის დედაქალაქ ნაირობიში, შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე გლობალური საპარლამენტო სამიტი (Third Global Parliamentary Summit Against Hunger and Malnutrition) იმართება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული მონაწილეობს.

სამიტი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), კენიის პარლამენტისა და ესპანეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (AECID) ხელშეწყობით იმართება.

ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. მისი მიზანია შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება, საკანონმდებლო გამოცდილების გაზიარება და მდგრადი აგროსასურსათო სისტემების განვითარების ხელშეწყობა.

სამიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია საერთაშორისო პარტნიორებს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, ასევე სურსათის დონაციის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებულ საკანონმდებლო რეფორმას გააცნობს.

საქართველოს დელეგაცია მოხსენებას წარადგენს თემაზე: "ჭარბი სურსათიდან სოციალურ სარგებლამდე: საქართველოს საკანონმდებლო მიდგომა სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებისა და სურსათის დონაციის მიმართ".

ყურადღება დაეთმობა რეფორმის განხორციელების შესახებ გამოცდილებას, FAO-ს მხარდაჭერას და სამომავლო პრიორიტეტებს, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის გაძლიერებას.

სამიტის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ სასურსათო უსაფრთხოების, ჯანსაღი კვებისა და მდგრადი აგროსასურსათო სისტემების განვითარების საკითხებზე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • საგარეო: ბრიუსელში დღეს დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებსტვ პირველი
  • ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მივიღე აბუ-დაბიში გამართულ სერ ბანი იასის ფორუმშიBM.GE
  • საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობებიფორმულა
  • ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში ამომრჩეველთა 42%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც 2022 წლის არჩევნებზე დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებიაიმედი
მონაწილეობა →

მსგავსი სტატიები

"ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" - ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

"ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" - ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

რუსთავი 2

ბოლო 10 წლის განმავლობაში სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია განახევრდა - ნათია თურნავა

ბოლო 10 წლის განმავლობაში სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია განახევრდა - ნათია თურნავა

რუსთავი 2

მეუფე იობის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დაჯარიმდა

მეუფე იობის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დაჯარიმდა

რუსთავი 2

დაანონსებული არ იყო იგი, როგორც ძალადობრივი აქცია... მოგვიანებით, ამგვარი განვითარება, უკვე ინციდენტური ძალადობა იყო - ნიკა გვარამია 4 ოქტომბერზე

დაანონსებული არ იყო იგი, როგორც ძალადობრივი აქცია... მოგვიანებით, ამგვარი განვითარება, უკვე ინციდენტური ძალადობა იყო - ნიკა გვარამია 4 ოქტომბერზე

რუსთავი 2