მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული | Rustavi2
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული | Rustavi2

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობის საკითხზე მიმდინარე პროცესსა და საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

"ეუთო-ს თავმჯდომარეობის საკითხი აქტიურ ფაზაში შედის. ახლოვდება ეუთო-ს მინისტერიალი. მომავალ წელს ეუთო-ს არ ჰყავს თავმჯდომარე, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. კვიპროსთან დაკავშირებით გასულ წელს ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება თურქეთის პოზიციის გამო და ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული ქვეყნები, ევროპის სახელმწიფოები ცდილობენ, რომ კვლავ გამოიყენონ ეს საკითხი იმისათვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ დააფიქსირონ პოზიცია", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველო აგრძელებს მუშაობას ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად.

"თუმცა კონკრეტული პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია კონსენსუსის მისაღწევად, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, მეზობელი ქვეყნები და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის სახელმწიფოთა დიდი ნაწილი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირის ერთიანი პოზიცია არც წინააღმდეგობასთან დაკავშირებით არ არსებობს, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ ეუთო-ს ორგანიზაციას, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევები, ჰყავდეს თავმჯდომარე ქვეყანა მომავალ წელს და ეს თავმჯდომარე ქვეყანა, თუკი იქნება საქართველო, თავისი წვლილი შეიტანოს ამ ორგანიზაციის მუშაობაში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხზე არსებული უთანხმოება შესაძლოა კრიზისით და უპრეცედენტო შედეგით დასრულდეს - წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული პოზიციების გამო, ახალი თავმჯდომარის არჩევა ვერ ხერხდება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული

რუსთავი 2

რა მომენტიდან ცდება პოლიტიკური პროტესტი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და იყო თუ არა ძალადობრივი 2023-2024 წლის აქციები - კონსტიტუციური სარჩელის მორიგ განხილვაზე მოსამართლეთა პლენუმის მთავარი მოპასუხე გვარამია იყო

მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, კატართან განვავითაროთ როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები

მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, კატართან განვავითაროთ როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები

რუსთავი 2