მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, კატართან განვავითაროთ როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები | Rustavi2
მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, კატართან განვავითაროთ როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები | Rustavi2

მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, კატართან განვავითაროთ როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"კატარი რეგიონში მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, შესაბამისად საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ კატართან განვავითაროთ როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. 2013 წლის შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კატარში არ განხორციელებულა, შესაბამისად ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი განვავითაროთ და გავაძლიეროთ", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხი.

"შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ვაჭრობის მინისტრთან, რომლებთანაც განვიხილეთ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დინამიკა, ის სფეროები, სადაც შეიძლება განვავითაროთ თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა ქვეყნებს შორის და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიგეგმა",- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და შესაბამისი თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას.

"ასევე მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და შესაბამისი ჩარჩოს შექმნა. ამ მიმართულებითაც დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებების გატარება და მოველით, რომ უახლოეს მომავალში კატარის შესაბამისი დელეგაცია ეწვევა საქართველოს და კონკრეტულ საკითხებზე იქნება მსჯელობა იმისათვის, რომ განვავითაროთ და უკეთ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც არსებობს, როგორც ეკონომიკურ, ისე საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად", - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა კატარის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. მისი განცხადებით, ბიზნესის წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.

"ასევე შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების და ახორციელებენ კონკრეტულ პროექტებს და სურთ უფრო მეტის გაკეთება ჩვენს ქვეყანაში და კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რაც არის საქართველოში, იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს ქვეყანას უახლოესი მომავალი წლების პერიოდში და იმ სფეროებზე, სადაც შეიძლება უფრო მეტად განვითარდეს თანამშრომლობა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სავაჭრო

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?BM.GE
  • სავაჭრო ობიექტებს, ფიზიკურ პირებს 15000-ზე მეტი ზარალი მიაყენეს - 4 არასრულწლოვანი დააკავესფორმულა
  • სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ათობით მოზარდს შორის ჩხუბი მოხდანეტგაზეთი
  • საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება - დამწვარია მერიის ისტორიული შენობა, სავაჭრო ობიექტები და ავტომობილებიტვ პირველი
სავაჭრო →

მსგავსი სტატიები

ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხზე არსებული უთანხმოება შესაძლოა კრიზისით და უპრეცედენტო შედეგით დასრულდეს - წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული პოზიციების გამო, ახალი თავმჯდომარის არჩევა ვერ ხერხდება

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული

რუსთავი 2

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული

რუსთავი 2

რა მომენტიდან ცდება პოლიტიკური პროტესტი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და იყო თუ არა ძალადობრივი 2023-2024 წლის აქციები - კონსტიტუციური სარჩელის მორიგ განხილვაზე მოსამართლეთა პლენუმის მთავარი მოპასუხე გვარამია იყო