მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, სლოვენიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეფერენდუმებთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობის შეზღუდვის საკითხს თბილისში ეხმაურებიან. "ქართულ ოცნებაში" სლოვენიის ხელისუფლების ინიციატივას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ყველა ქვეყანამ ეროვნული ინტერესების დაცვაზე უნდა იზრუნოს. მათივე შეფასებით, გზა, რომელსაც დღეს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა გადის, საქართველომ უკვე გაიარა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სლოვენია იმ ქვეყნების რიგს შეუერთდა, რომლებიც უცხოური გავლენების შესამცირებლად და სუვერენული ინტერესების დასაცავად შესაბამის მექანიზმებს ქმნიან.

"სლოვენია არ არის გამონაკლისი, უკვე თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ამა თუ იმ ფორმით მოახდინოს თავისი სუვერენული ინტერესების დაცვა. იმ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად მსოფლიო წესრიგი მორყეულია, მოშლილი არის, როდესაც ინტერესები, მათ შორის ევროკავშირის შიგნითაც ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ კოლიზიაში მოდის ერთმანეთთან, ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ რაღაცა გარკვეული თავდაცვითი მექანიზმები შექმნას უცხოური გავლენების შესასუსტებლად. ის, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ხდება, ეს გზა გაიარა საქართველომაც და ჩვენც სწორედ ამ მიზნით მივიღეთ ეს გადაწყვეტილებები, რომ ყოფილიყო გამჭვირვალობა და არ ყოფილიყო უცხო ფულის კანონგარეშე [შემოსვლა], უკანონო ჩარევა საქართველოს პოლიტიკურ საქმეებში", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილის განცხადებით, ყველა სახელმწიფომ საკუთარი ეროვნული ინტერესები და სუვერენიტეტი უნდა დაიცვას.

"მე მივესალმები პირადად ამას, იმიტომ, რომ დღევანდელი ამ გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგიდან გამომდინარე, აუცილებელი არის, რომ ყველა სახელმწიფომ, ყველა თავმოყვარე სახელმწიფომ დაიცვას თავისი ინტერესები. ერთი კანონი როდესაც საფრანგეთში და სლოვენიაში იცავს სუვერენიტეტს, არ შეიძლება ეს ჩვენთან იყოს დემოკრატიის უკუსვლა, ის იგივენაირად ჩვენთანაც იცავს დემოკრატიას და სუვერენიტეტს", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

რუსთავი 2

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

რუსთავი 2

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

რუსთავი 2

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

რუსთავი 2