რუსთავი 2|rustavi2.ge
პენიტენციურ დაწესებულებებში მინის მხატვრული დამუშავებისა და ტიხრული მინანქრის საწარმოები მოეწყო. სწავლება, ჯამში ორმოცმა მსჯავრდებულმა გაიარა.
მათ უკვე გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, სასჯელის მოხდის შემდეგ ახალი პროფესიით დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. თვითდასაქმებული მსჯავრდებულები კი, დამზადებული პროდუქციის რეალიზაციას "რე-მარკეტში" შეძლებენ.
საქართველოს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით სხვადასხვა სასწავლო კურსები პენიტენციურ დაწესებულებებში მუდმივად მიმდინარეობს.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge