მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში, ხადის ხეობაში, თაღოვანი ხიდის ორი ნაწილი შეერთდა და 300 მეტრი სიგრძის თაღის მშენებლობა დასრულდა. ხიდის საერთო სიგრძე 437 მეტრი იქნება, ხოლო სიმაღლე ხეობის ფსკერიდან - 166 მეტრი. ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს.

მშენებლობის მომდევნო ეტაპზე თაღზე ხიდის ბურჯები მოეწყობა, შემდეგ კი აშენდება მალის ნაშენი - კონსტრუქცია, რომელზეც საავტომობილო გზა გაივლის.

მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ლესლი ბეარმან ლამთან და ბანკის მისიის წევრებთან ერთად გაეცნო.

თაღოვანი ხიდი ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი ახალი გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შენდება ორზოლიანი ასფალტბეტონის გზა, ხუთი ახალი ხიდი და ხუთი გვირაბი. რეაბილიტაცია უტარდება ერთ არსებულ ხიდსაც. ხუთი ახალი ხიდიდან ერთის მშენებლობა დასრულებულია, ოთხზე კი სამუშაოები გრძელდება.

დასრულებულია ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გამავალი 9-კილომეტრიანი ძირითადი გვირაბისა და მის პარალელურად მდებარე, იმავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბის გაჭრა. ძირითად გვირაბში დასრულებულია სავენტილაციო ფილების დამზადება, საევაკუაციო გვირაბში კი, რკინაბეტონით მოპირკეთება. ამ ეტაპზე ელექტრომექანიკური სისტემების მოწყობა მიმდინარეობს.

ახალი გზა დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს დააკავშირებს. ის ქვეშეთიდან ხადის ხეობის გავლით სოფელ კობამდე მივა და სტეფანწმინდისკენ მიმავალ არსებულ გზას შეუერთდება. ახალი მარშრუტი შეამცირებს დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გავლენას გადაადგილებაზე და ხადის ხეობის სოფლების მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში საჭირო მომსახურებებზე უფრო საიმედო წვდომას შეუქმნის.

გზის ამოქმედების შემდეგ სატრანზიტო მოძრაობა, მათ შორის სატვირთო მიმოსვლა, გუდაურის საკურორტო ზონას გვერდს აუვლის, რაც კურორტზე მოძრაობის დატვირთვასა და ხმაურს შეამცირებს. პროექტის ფარგლებში შენდება გუდაურამდე მისასვლელი ახალი, 5-კილომეტრიანი გზაც.

ქვეშეთი-კობის ახალი გზა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნისა და ევროპული საერთაშორისო მარშრუტის - E117-ის, ნაწილია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

რუსთავი 2

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

რუსთავი 2

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

რუსთავი 2

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

რუსთავი 2