მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

კომუნიკაციების კომისიამ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ქუთაისის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრში 14-18 წლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩაატარა, თემაზე - "მედიაწიგნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: როგორ შევაფასოთ ინფორმაცია ციფრულ გარემოში". შეხვედრას, რომლის მიზანი ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების უნარების განვითარება იყო, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი ვერა ფრანგიშვილი უძღვებოდა.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მედიაწიგნიერების ძირითად პრინციპებს, კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას ამ მიმართულებით და იმ ცვლილებებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და შექმნის პროცესში გამოიწვია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ციფრული პლატფორმების მუშაობის პრინციპებს, ალგორითმების გავლენას ინფორმაციის გავრცელებაზე, ყურადღების ეკონომიკასა და იმ ფაქტორებს, რომლებიც მომხმარებლებისთვის ინფორმაციის შერჩევასა და მიწოდებას განსაზღვრავს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს დეზინფორმაციის გავრცელების მექანიზმები, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული და მანიპულირებული ვიზუალური მასალის, მათ შორის, ე.წ. დიპფეიკების (Deepfake) ამოცნობის გზები და ინფორმაციის სანდოობის შეფასების მეთოდები.

ტრენინგი პრაქტიკულ აქტივობებსაც მოიცავდა. მონაწილეებმა ინტერაქციული კითხვებისა და სავარჯიშოების საშუალებით შეამოწმეს დიპფეიკების ამოცნობის უნარები და გაეცნენ ინფორმაციის გადამოწმების პრაქტიკულ ინსტრუმენტებს. მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს ციფრულ გარემოში საეჭვო ინფორმაციის ამოცნობაში, წყაროების გადამოწმებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა კომუნიკაციების კომისიასა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ნაწილია.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

რუსთავი 2

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

რუსთავი 2

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

რუსთავი 2

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

რუსთავი 2