მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"რამდენადაც გაიზარდა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის სწორი მოდელით განვითარება და ეს არის ლენდლორდის მოდელი, რომელზეც სტრატეგიულად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მივდივართ ამ გზით, რადგან რეგიონში ამ პორტში ინვესტირების ინტერესი არის მაღალი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გადაცემაში "დებატები რუსთავი 2-ზე".

ლენდლორდის მოდელზე საუბრისას, სადაც სახელმწიფო ხდება საპორტო ინფრასტრუქტურის ძირითადი მფლობელი, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა დიდ ინტერესს რეგიონის ქვეყნებიდან, მათ შორის, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, ასევე ჩინეთიდან, რომელთათვის საინტერესოა აღნიშნული მოდელი.

"უახლოეს მომავალში საზოგადოება დაინახავს, რომ ის სატერმინალო და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელზეც ინტერესი არსებობს, რეალური პროექტებია და რეალური დაინტერესებაა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან, რაც ნიშნავს, რომ თანაბრად იქნება წარმოდგენილი ინტერესი რეგიონის ქვეყნებიდან აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში ანაკლის პორტში, როდესაც გვეყოლებიან ინვესტორები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, ჩინეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან - ეს იქნება ზუსტად ის ბალანსი, რომელიც ჩვენ გვექნება ამ პორტის სახით და არა მარტო ინვესტიციების ინტერესის ზრდით როგორც საპორტო, ასევე სარკინიგზო, საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ანაკლის პორტის მიმდებარედ ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განვითარდება.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონით დავაინტერესოთ ის წარმოებები, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ამ საპორტო ინფრასტრუქტურის პარალელურად. ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ გაიზრდება ინტერესი ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ევროპიდან წარმოებების, გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარების მიმართულებით და ზუსტად ეს ზონა შესთავაზებს საერთაშორისო ინვესტორებს, რომ მათ განავითარონ წარმოება საქართველოში, დამატებითი ღირებულება შექმნან და შემდეგ აღნიშნული პორტი, სარკინიგზო და იგივე საგზაო ინფრასტრუქტურა მოემსახუროს უკვე საქართველოში გადამუშავებული, წარმოებული პროდუქტების გატანას როგორც ცენტრალურ აზიაში და ჩინეთში, ასევე ევროპის მიმართულებით", - განაცხადა გენადი არველაძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

რუსთავი 2

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

რუსთავი 2

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

რუსთავი 2

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

რუსთავი 2