მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

რუსეთისთვის სანქციების და დამატებითი შეზღუდვების დაწესების მოთხოვნა "ლელომ" საკონსტიტუციო სასამართლოში უარყო, თუმცა არქივი პარტიის ლიდერების არაერთ განცხადებას ინახავს, სადაც ისინი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას, რუსული ბიზნესის აკრძალვასა და სანქციების პაკეტებთან საქართველოს მიერთებას მოითხოვდნენ, რაც მმართველი გუნდის განცხადებით, სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ქვეყნის ეკონომიკას.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია ტყუილებით ცდილობს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, "ლელო" უარყოფს იმ განცხადებას, რაზეც მთელი მათი წინასაარჩევნო კამპანია იყო აგებული.

"ფაქტებით ტყუილების გამოვლინება ხდება, მაგალითად "ლელომ" პროცესზე თქვა, რომ მათ საქართველოსთვის, რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დადგენა არ მოუთხოვიათ. ისინი მხოლოდ საერთაშორისო სანქციებზე მიერთებას მოითხოვდნენ, ვითომ. აი ასეთი პოზიცია ჰქონდათ, რაც ტყუილია.

საზოგადოებას ახსოვს, მთელი მათი პოლიტიკა, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინას შორის ომი დაიწყო, იყო აგებული იმაზე, რომ საქართველოს სთხოვდნენ ორმხრივი სანქციების დაწესებას.

უფრო მეტიც, 2024 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პროგრამა მთლიანად ამაზე ჰქონდათ აგებული - რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დადგენას მოითხოვდნენ. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ საერთოდ უვიზო რეჟიმი უნდა გაუქმებულიყო, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლებულიყო, საერთოდ რუსული ნომრით მანქანების შემოსვლა საერთოდ აკრძალულიყო და ა.შ.

უამრავი ორმხრივ სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნა ჰქონდათ მათ. ეს ამჯერად უარყვეს. უარყოფენ იმიტომ, რომ ეს რომ აღიარონ, იქნება ერთ-ერთი მომენტი, რაზეც სწორედ ჩვენს სარჩელში არის მითითებული", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

რუსთავი 2

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

რუსთავი 2

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

რუსთავი 2

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

რუსთავი 2