მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

მოპასუხე მხარისაგან არსებითად არაფერი იქნება ახალი შემოთავაზებული. ისევ მოვისმენთ ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკას მათი მხრიდან, რომელიც ემსახურება იმას, რომ საკმაოდ სერიოზული კითხვებისადმი, რომელიც მოსამართლეთა მხრიდან დაისვა მათი მისამართით, თავი აარიდონ, ვინაიდან, როგორც ჩანს, მათ ამაზე საპასუხო არაფერი არ აქვთ,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.

ჭეიშვილის თქმით, მოპასუხე მხარე იაფფასიანი მანევრებით ადასტურებს მმართველი გუნდის სარჩელის საფუძვლიანობას.

მან ასევე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ერთმანეთთან გამიჯვნის მცდელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა ამისთვის საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ. ჭეიშვილის თქმით, პირიქით, ისინი ამაყობენ და ავლენენ იმავე ენთუზიაზმს სხვადასხვა არაკონსტიტუციური საქმიანობის განხორციელებისადმი, რომლითაც წარსულში გამოირჩეოდნენ.

"ამით ისინი, როდესაც ასეთ იაფფასიან მანევრებს ატარებენ, მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებენ ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობას, ამყარებენ ჩვენს სასარჩელო მოთხოვნას და ახდენენ ერთგვარ თვითლუსტრაციას. საგულისხმოა ის, რომ გამოიკვეთა პოზიციებს შორის არათანმიმდევრულობა და აცდენა, რომ როდესაც ერთი და იმავე გუნდის წარმომადგენლები აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის განცხადებებს აკეთებენ, რომელიც ურთიერთგამომრიცხავი არის და ესეც თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესის გათვალისწინებით. აბსოლუტურად შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად და მკაფიოდ ჩანს, თუ სად არის სიმართლე. რა თქმა უნდა, სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ჩვენ სწორედ იმიტომ ვართ წარმოდგენილები საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ამ სიმართლემ გაიმარჯვოს და ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს იმ უმძიმესი სენისაგან, რასაც ჰქვია კოლექტიური "ნაცმოძრაობა".

ისინი ცდილობენ, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხები თითქოს და დაჩრდილონ. თუმცა რასაკვირველია, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ არსებობს ათეულობით და ასეულობით მტკიცებულება, განცხადება, შესაბამისი დოკუმენტები, მათ მიერ პოლიტიკური ალიანსების შექმნა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ისინი წარმოადგენენ ერთიან ორგანიზმს. გასაგებია, რომ ეს ახლა მათთვის ძალიან არახელსაყრელ მდგომარეობას ქმნის, მაგრამ ძალიან დააგვიანდათ, ვინაიდან უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ერთმანეთს გაემიჯნონ, ეს არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი და რასაკვირველია აბსოლუტურად არადამაჯერებელი.

თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, თუ ვინმეს ჰქონდა იმის მოტივაცია, რომ როგორღაც აერიდებინა პასუხისმგებლობა ძალიან მძიმე ნამოქმედარის გამო, ამისთვის მათ საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ და რასაკვირველია შეეძლოთ, რომ ასეთი ტიპის ნაბიჯები გადაედგათ. მათ ეს არ გააკეთეს და პირიქით, ეს პროცესიც ყველაფერთან ერთად წარმოაჩენს, რომ გულის სიღრმეში ისინი ამაყობენ და ავლენენ იმავე ენთუზიაზმს სხვადასხვა არაკონსტიტუციური საქმიანობის განხორციელებისადმი, არაკონსტიტუციური მისწრაფებებისადმი, რომლითაც გამოირჩეოდნენ წარსულში არა ერთი წლის მანძილზე", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

რუსთავი 2

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

რუსთავი 2

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

რუსთავი 2

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

რუსთავი 2