მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ინფლაციური მოლოდინები წინა თვესთან შედარებით, შემცირებულია - საქართველოს ეროვნული ბანკი
ინფლაციური მოლოდინები წინა თვესთან შედარებით, შემცირებულია - საქართველოს ეროვნული ბანკი

ინფლაციური მოლოდინები წინა თვესთან შედარებით, შემცირებულია - საქართველოს ეროვნული ბანკი

რუსთავი 217 ნოემბერი, 2026, 14:29|rustavi2.ge

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის 2026 წლის ოქტომბრის გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა.

კვლევის მიხედვით, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ან 8%-ზე მეტად ელოდებიან.

ამასთან, გაიზარდა იმ გამოკითხულთა წილი, რომლებიც მომდევნო ერთწლიან პერიოდში ფასების ზრდას შედარებით დაბალ, 0%-2%-ის, 2%-4%-ისა და 4%-6%-ის ინტერვალებში ვარაუდობენ.

შესაბამისად, გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა შორის მომდევნო 1 წლის განმავლობაში ფასების ზრდასთან დაკავშირებული მოლოდინები წინა თვესთან შედარებით შემცირებულია.

ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია სამწლიან პერიოდზეც. კვლევის თანახმად, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფასების ზრდას 4%-6%-ის, 6%-8%-ის ფარგლებში ან 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამავდროულად, გაიზარდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამწლიან პერიოდში ფასების ცვლილებას შედარებით დაბალ, 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ინტერვალებში ვარაუდობენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის გამოკითხვა ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა შეფასებებსა და მოლოდინებს ასახავს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

რუსთავი 2

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

რუსთავი 2

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

რუსთავი 2

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

რუსთავი 2