მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "აბსურდის თეატრში არიან რადიკალები - მათ რომ კაცმა მოუსმინოს, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილა" - დავით მათიკაშვილი
"აბსურდის თეატრში არიან რადიკალები - მათ რომ კაცმა მოუსმინოს, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილა" - დავით მათიკაშვილი

"აბსურდის თეატრში არიან რადიკალები - მათ რომ კაცმა მოუსმინოს, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილა" - დავით მათიკაშვილი

რუსთავი 223 ნოემბერი, 2026, 09:54|rustavi2.ge

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება.

მე-18 სხდომაზე კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დასვამენ კითხვებს, რის შემდეგაც მოსარჩელე მხარეს სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიმართავენ.

წინა სხდომებზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა "ნაცმოძრაობის" წევრთა შეკითხვების უმეტესობა დღის წესრიგიდან მოხსნა, რადგან მიიჩნია, რომ ისინი სასამართლო ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებდნენ.

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი წარსულის თავიდან აცილებას ცდილობს.

"აბსურდის თეატრში არიან რადიკალები. იმ დონეზეც მივიდნენ, თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილა - მათ რომ კაცმა მოუსმინოს.

ამ დროს, იმდენად უსუსურია, მცდელობა აქვთ, უმძიმესი დანაშაულებისგან თავი დაიძვრინონ. საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ხდება ამ ძალის დანაშაულებრივი, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი სახის ბოლომდე დანახვება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • მეუფე საბა ხელისუფლებას მოუწოდებს, გზა ახალგაზრდებს დაუთმოსტვ პირველი
  • მეუფე იობი: წარმოჩინდა [ხელისუფლების] ურწმუნოებაფორმულა
  • მაკა ბოჭორიშვილი "ოცნების" ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკას უარყოფსBM.GE
  • ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გააძევანეტგაზეთი
ხელისუფლების →

მსგავსი სტატიები

თიბისის დაუჯერებელი Black Friday

თიბისის დაუჯერებელი Black Friday

რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა

რუსთავი 2

კახაბერ ჭელიძე აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებზე: დაგეგმილია განმეორებითი კვლევები, რის შემდგომაც გადაწყდება ბინაზე გაწერის საკითხი

კახაბერ ჭელიძე აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებზე: დაგეგმილია განმეორებითი კვლევები, რის შემდგომაც გადაწყდება ბინაზე გაწერის საკითხი

რუსთავი 2

პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდათ - ზურა რურუა სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე

პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდათ - ზურა რურუა სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე

რუსთავი 2