მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა - ირაკლი ქადაგიშვილი | Rustavi2
სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა - ირაკლი ქადაგიშვილი | Rustavi2

სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა - ირაკლი ქადაგიშვილი | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ ინიციატივაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება. სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად მმართველი გუნდი ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს ასახელებს.

ინიციატივის ავტორები განმარტავენ, რომ აკრძალვა შეეხება მხოლოდ სუროგაციას და არა ინვიტრო განაყოფიერებას. სიახლის შესახებ პირველი განცხადება გუშინ უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა.

"არსებობს უამრავი ანგარიშები, მათ შორის, გაეროს მიერ გამოქვეყნებული, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული, სადაც სუროგაციასთან დაკავშირებით უარყოფითი, მკვეთრად უარყოფითი პოზიციები არის დაფიქსირებული. ამასთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებითაც იყო მრავალი, ასე ვთქვათ, შესაბამისი უარყოფითი ანგარიში.

ზოგადად სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის, ასე ვთქვათ, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა. ამას იმდენი მძიმე შემთხვევა მოჰყვება, რომ ის რაღაცა სიკეთე, რომელზეც შეიძლება ვინმე საუბრობდეს, ვერავითარ ასე ვთქვათ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც ზოგადად სუროგაციის ხშირ შემთხვევაში, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე.

ეს არის მორალურად, ეთიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შემთხვევაში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • რა შემთხვევაში ეხსნებათ სახელმწიფო დაცვა ყოფილ მაღალჩინოსნებს?BM.GE
  • ხაშურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლაფორმულა
  • ლეპენის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში საფრანგეთი უკრაინის დახმარებას გააგრძელებსტვ პირველი
  • რა შემთხვევაში იქნება შესძლებელი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება? – „ოცნების“ კანონპროექტინეტგაზეთი
შემთხვევაში →

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

რუსთავი 2

თიბისის დაუჯერებელი Black Friday

თიბისის დაუჯერებელი Black Friday

რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა

რუსთავი 2

კახაბერ ჭელიძე აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებზე: დაგეგმილია განმეორებითი კვლევები, რის შემდგომაც გადაწყდება ბინაზე გაწერის საკითხი

კახაბერ ჭელიძე აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებზე: დაგეგმილია განმეორებითი კვლევები, რის შემდგომაც გადაწყდება ბინაზე გაწერის საკითხი

რუსთავი 2