
რა შემთხვევაში ეხსნებათ სახელმწიფო დაცვა ყოფილ მაღალჩინოსნებს?
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისთვის დანიშნული სახელმწიფო დაცვის ვადაზე ადრე მოხსნის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებს. იმ შემთხვევაში, თუ დაცვა პირს საფრთხის არსებობის მოტივით ჰყავდა დანიშნული, მისი გაუქმების საფუძველი შესაძლოა გახდეს შესაბამისი სამსახურების შეფასება, რომლის მიხედვითაც პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, ან შეიცვალა ის გარემოებები, რაც დაცვის დანიშვნას დაედო საფუძვლად.
კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ, ყოფილ უმაღლეს თანამდებობის პირებს სახელმწიფო დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიშნებათ, თუ მათი უფლებამოსილების შეწყვეტა არ უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევას ან დანაშაულის ჩადენას და, ამავდროულად, არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებული ინფორმაცია, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. შესაბამისად, აღნიშნული საფრთხის აღმოფხვრა ან სამართლებრივი საფუძვლის შეცვლა მთავრობას აძლევს უფლებას, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, დაცვის დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად გამოაცხადოს.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის მიერ მიმდინარე წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის №2078 განკარგულება, რომლითაც მდინარაძეს დაცვა ჰყოლოდა დანიშნული. თავდაპირველი დოკუმენტით, მას სახელმწიფო დაცვა 2027 წლის 1 აგვისტომდე უნდა ჰყოლოდა, თუმცა 20 ნოემბრის განკარგულებაში გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული მიზეზები მითითებული არ არის.
BM.GE
წყარო: bm.ge