მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ოპოზიციასთან აფილირებული პირები ცდილობენ, საზოგადოება დაზაფრონ და ანტისახელისუფლებო განწყობები გააღვივონ - 28 ნოემბრისთვის, თავიანთი მიტინგის მრევლის შეგროვება სურთ - ირაკლი ქადაგიშვილი
ოპოზიციასთან აფილირებული პირები ცდილობენ, საზოგადოება დაზაფრონ და ანტისახელისუფლებო განწყობები გააღვივონ - 28 ნოემბრისთვის, თავიანთი მიტინგის მრევლის შეგროვება სურთ - ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიციასთან აფილირებული პირები ცდილობენ, საზოგადოება დაზაფრონ და ანტისახელისუფლებო განწყობები გააღვივონ - 28 ნოემბრისთვის, თავიანთი მიტინგის მრევლის შეგროვება სურთ - ირაკლი ქადაგიშვილი

რუსთავი 223 ნოემბერი, 2026, 11:59|rustavi2.ge

რა მიზნით ვრცელდება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო თარიღის გარეშე და რატომ ცდილობენ საზოგადოების ემოციებზე თამაშს? ოპოზიციის პროპაგანდისტ თორნიკე რაზმაძესთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშიდან ვრცელდება ვიდეო - თითქოს ბათუმში კორპუსი დაინგრა და ხალხი დაიღუპა. ვიდეოზე მითითებულია, თითქოს ასობით ადამიანი, კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის გამო, ნანგრევებში აღმოჩნდა, ხოლო 30 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

რეალურად კი გამოყენებულია ძველი კადრები, ყოველგვარი თარიღის მითითების გარეშე. თავად რაზმაძე სოციალურ ქსელში აღნიშნულ გვერდთან კავშირს უარყოფს. საზოგადოებაში პანიკის დათესვის მცდელობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია და ოპოზიციასთან აფილირებული პირები მუდმივად ცდილობენ, უარყოფითი თემების ტირაჟირებას და ანტისახელმწიფოებრივი განწყობების შექმნას.

"ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან, ოპოზიცია და ოპოზიციასთან აფილირებული გარკვეული პირები თუ მედიასაშუალებები, ძირითადად, დაკავებული არიან იმით, რომ რაღაც უარყოფითის მუდმივი ტირაჟირება მოახდინონ, ამით საზოგადოება დაზაფრონ, ანტისახელისუფლებო განწყობები გააღვივონ და ახლა, რაღაცნაირად, 28 ნოემბრის მიტინგისათვის უკმაყოფილების გარკვეული ტალღა დაბადონ ამით და თავიანთი მიტინგის მრევლი შეაგროვონ. ეს არის ის მდაბიო, ყოველგვარ ეთიკას გამოცლილი ვითარება, რის გამოც ასეთი ტიპის ინფორმაციები ვრცელდება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"რომ გამოდიხარ, სამყაროს საერთოდ სხვანაირად აღიქვამ და ძალიან ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი" - პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი

"რომ გამოდიხარ, სამყაროს საერთოდ სხვანაირად აღიქვამ და ძალიან ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი" - პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი

რუსთავი 2

ინა შარენბახი სუროგაციაზე: ეს მხოლოდ ქალებთან დაკავშირებული საკითხი არ არის - ღრმა ეთიკური საკითხია

ინა შარენბახი სუროგაციაზე: ეს მხოლოდ ქალებთან დაკავშირებული საკითხი არ არის - ღრმა ეთიკური საკითხია

რუსთავი 2

გერმანელი კანონმდებელი: გერმანიაში სუროგაცია 30 წელზე მეტია აკრძალულია - ქალის სხეული არ უნდა იქირაონ და ბავშვის შეკვეთა დაუშვებელია

გერმანელი კანონმდებელი: გერმანიაში სუროგაცია 30 წელზე მეტია აკრძალულია - ქალის სხეული არ უნდა იქირაონ და ბავშვის შეკვეთა დაუშვებელია

რუსთავი 2

დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო

დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო

რუსთავი 2