
რადიკალური ძალები ცდილობენ, საზოგადოება დააზიანონ იაფფასიანი ტყუილებით, რომლის გაშიფვრაც ძალიან მარტივია - დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე
რა მიზნით ვრცელდება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო თარიღის გარეშე და რატომ ცდილობენ საზოგადოების ემოციებზე თამაშს? ოპოზიციის პროპაგანდისტ თორნიკე რაზმაძესთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშიდან ვრცელდება ვიდეო - თითქოს ბათუმში კორპუსი დაინგრა და ხალხი დაიღუპა. ვიდეოზე მითითებულია, თითქოს ასობით ადამიანი, კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის გამო, ნანგრევებში აღმოჩნდა, ხოლო 30 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
რეალურად კი გამოყენებულია ძველი კადრები, ყოველგვარი თარიღის მითითების გარეშე. თავად რაზმაძე სოციალურ ქსელში აღნიშნულ გვერდთან კავშირს უარყოფს. საზოგადოებაში პანიკის დათესვის მცდელობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, ასეთი ქმედებები კიდევ ერთხელ მიუთითებს რადიკალური ძალების მცდელობებზე, საზოგადოება იაფფასიანი ტყუილებით დააზიანონ.
"ესაა ტყუილებით გაჯერებული მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება ააღელვონ. კადრულობენ აბსოლუტურად ყველაფერს, მტკნარ ტყუილებსაც კი იმისთვის, რომ შფოთი შეიტანონ საზოგადოებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. იყო კონკრეტული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაჟღერებული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რადიკალური ძალების მცდელობაზე, საზოგადოება დააზიანონ იაფფასიანი ტყუილებით, რომლის გაშიფვრაც ძალიან მარტივია და მალევე ხდება მისი გამჟღავნება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge