
უკრაინაში ომი გრძელდება - ხუთსართულიანი კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს
ომი გრძელდება უკრაინაში. კიევის ოლქის დაბა დიმერში, დრონით განადგურებული ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინა. დრონებით შეტევის შედეგად, თათრეთსა და როსტოვის ოლქში ინფრასტრუქტურა და ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა იწვის. სამხედრო მოქმედებები გასცდა ორი ქვეყნის საზღვარს.
ლიბიაში, ბენღაზის პორტში უპილოტო კატარღების იერიშის შედეგად, ჩაიძირა რუსული კორვეტი "მერკური", ფინეთის ყურეში კი დაზიანდა რუსული სავაჭრო გემი.
ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ ლიბიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდი უკრაინული სპეცოპერაციის შედეგად ჩაიძირა. ფინეთის ყურეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალურ კიევს ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge