მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. სუროგაციის საკითხი ძალიან სენსიტიურია - ვნახავთ, რა ცვლილებებით შემოვლენ პარლამენტში და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, დღეს ეს პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას - გიგა ფარულავა
სუროგაციის საკითხი ძალიან სენსიტიურია - ვნახავთ, რა ცვლილებებით შემოვლენ პარლამენტში და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, დღეს ეს პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას - გიგა ფარულავა

სუროგაციის საკითხი ძალიან სენსიტიურია - ვნახავთ, რა ცვლილებებით შემოვლენ პარლამენტში და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, დღეს ეს პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას - გიგა ფარულავა

რუსთავი 223 ნოემბერი, 2026, 12:45|rustavi2.ge

საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ ინიციატივაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება. სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად მმართველი გუნდი ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს ასახელებს.

ინიციატივის ავტორები განმარტავენ, რომ აკრძალვა შეეხება მხოლოდ სუროგაციას და არა ინვიტრო განაყოფიერებას. სიახლის შესახებ პირველი განცხადება გუშინ უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, გიგა ფარულავას განცხადებით, საქართველოში სუროგაციის პრობლემა მწვავედ დგას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პარლამენტში შესულ ინიციატივას გაეცნობიან.

"რაც შეეხება სუროგაციის თემას და დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ეს მიმართულება ძალიან რთულია, ძალიან პრობლემატურია ეს საკითხი. როდესაც უშუალოდ გავეცნობით, რა ინიციატივა იქნება შემოსული პარლამენტში, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ეს საკითხი არის ძალიან სენსიტიური. ვნახავთ, რა ცვლილებებით შემოვლენ პარლამენტში და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. შესაბამის შეფასებასაც, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ. ფაქტია, რომ დღეს ეს პრობლემა მწვავედ დგას საქართველოში", - განაცხადა გიგა ფარულავამ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • NATO რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრის საკითხს განიხილავსფორმულა
  • ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქების საკითხს სწავლობსBM.GE
  • გამოძიების დაწყების საკითხი გადაწყდება ირაკლი ღარიბაშვილთან გასაუბრების შემდეგ - პროკურორიტვ პირველი
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხი →

მსგავსი სტატიები

საფრანგეთის შს მინისტრი: აქციებზე გამოსულები სახეს იფარავენ, თავს ესხმიან სამართალდამცველებს, ცდილობენ მაღაზიების გაძარცვას და ცენტრალურ უბნებში შეჭრას - ამ ყველაფრის აღსაკვეთად, უსაფრთხოების ზომებს ვამკაცრებთ

პაატა ჟორჟოლიანი: როგორც ექიმი, მეან-გინეკოლოგი, ღიად ვაცხადებ: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ!

პაატა ჟორჟოლიანი: როგორც ექიმი, მეან-გინეკოლოგი, ღიად ვაცხადებ: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ!

რუსთავი 2

მეუფე ნიკოლოზი: გიორგობასთან ერთად, ყველას გილოცავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს

მეუფე ნიკოლოზი: გიორგობასთან ერთად, ყველას გილოცავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს

რუსთავი 2

დავით მათიკაშვილი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს და არაკონსტიტუციურ ძალებს ქართული პოლიტიკური სპექტრიდან გაიყვანს

დავით მათიკაშვილი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს და არაკონსტიტუციურ ძალებს ქართული პოლიტიკური სპექტრიდან გაიყვანს

რუსთავი 2