მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებით - Netgazeti
კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებით - Netgazeti

კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებით - Netgazeti

ნეტგაზეთი12 ოქტომბერი, 2026, 19:17|netgazeti.ge

ევროკავშირის საბჭომ დღევანდელ სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ მსჯელობა იანვარში გაგრძელდება.

„საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმავდება. უფრო მეტი ოპოზიციური პარტია დგას აკრძალვის საფრთხის წინაშე, ხოლო უცხოელი აგენტების შესახებ კანონი ახშობს სამოქალაქო საზოგადოებას. ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, მაგრამ „ქართული ოცნება“ სისტემატურად ართმევს მათ ამას. ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა არ ქმნის ცვლილებებისთვის საკმარის ზეწოლას და არც ევროპული სტრატეგიული ინტერესების სრულად გატარების საშუალებას გვაძლევს. ჩვენ ამ თემას იანვარში დავუბრუნდებით“, — თქვა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს გაფართოებული კავშირის გავლენა უსაფრთხოებაზე და კანდიდატ ქვეყნებთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

„ბევრ კანდიდატ ქვეყანას უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენს უსაფრთხოებაში. უკრაინა, რა თქმა უნდა, არის ევროპის თავდაცვის პირველი ხაზი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ჩვენს პარტნიორებს შეაქვთ თავიანთი წვლილი ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში. დღეს მინისტრები შეთანხმდნენ კანდიდატ ქვეყნებთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ევროკავშირთან მათი პროგრესისა და თანხვედრის საფუძველზე. ეს ნიშნავს მათ ინტეგრირებას ევროპულ თავდაცვით სტრუქტურებში (ჩარჩოებში), ერთობლივი თავდაცვითი წარმოების გაფართოებას და უსაფრთხოებისა და ჩვენი თავდაცვითი პარტნიორობების უკეთ გამოყენებას. გაფართოება არის ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკურ ძლიერებაში“, — დასძინა კაია კალასმა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EU უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორ კლასტერს ხსნის

EU უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორ კლასტერს ხსნის

ნეტგაზეთი

დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებიც გაიცემა ბინების ნაცვლად – კობახიძე

დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებიც გაიცემა ბინების ნაცვლად – კობახიძე

ნეტგაზეთი