
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბერლინში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 72-ე წლიურ სესიაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) 72-ე წლიურ სესიაში მონაწილეობს.
დელეგაციას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას გერმანიის პარლამენტი მასპინძლობს და მასში ალიანსის 32 წევრი სახელმწიფოსა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის წევრები მონაწილეობენ.
სესიაზე განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენს: ალიანსის უსაფრთხოება, თავდაცვის ინდუსტრიის განვითარება, მეცნიერება და ტექნოლოგიები და უკრაინის მხარდაჭერა.
ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოვიდნენ: ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ევგენი ხმარა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge