მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. სუროგაციის მსოფლიო პრაქტიკა - საერთაშორისო დისკუსია და ევროპული ქვეყნების გამოცდილება
სუროგაციის მსოფლიო პრაქტიკა - საერთაშორისო დისკუსია და ევროპული ქვეყნების გამოცდილება

სუროგაციის მსოფლიო პრაქტიკა - საერთაშორისო დისკუსია და ევროპული ქვეყნების გამოცდილება

რუსთავი 223 ნოემბერი, 2026, 21:29|rustavi2.ge

სუროგაციისას იზღუდება ქალის თავისუფლება, პროცესს კი თან ახლავს სამედიცინო და ფსიქოლოგიური საფრთხეები. იკვეთება ადამიანით ვაჭრობის, მონობის მსგავსი პირობებისა და ბავშვებით უკანონო ვაჭრობის ნიშნები. რისკის წინაშე დგანან ახალშობილებიც - საფრთხე ექმნება მათ ჯანმრთელობასა და განვითარებას - ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის კონკრეტულ მაგალითებზე გაეროს ექსპერტები სპეციალურ ანგარიშში საუბრობენ და სუროგაციის აკრძალვას ითხოვენ.

ადამიანის ღირსებისა და ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით გაეროს მიერ მომზადებული ანგარიში ევროპარლამენტშიც განიხილეს. ადამიანის უფლებათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ისაუბრეს სუროგაციისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებისა და ამ პრაქტიკის აკრძალვის აუცილებლობაზე.

საფრანგეთში სუროგაცია ადამიანის ღირსებისა და სხეულის ხელშეუვალობის პრინციპების საფუძველზეა აკრძალული. სამოქალაქო კოდექსი ბათილად მიიჩნევს ნებისმიერ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქალი სხვა პირისთვის ბავშვის გაჩენას თანხმდება, მათ შორის, უსასყიდლო სუროგაციის შემთხვევაშიც.

პოლიტიკურ ძალებს შორის სუროგაციის საკითხზე კონსენსუსი არსებობს გერმანიაში. საერთო პოზიცია აქვთ "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა" და პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წარმომადგენლებს - ორივე პოლიტიკური ძალა სუროგაციის აკრძალვის შენარჩუნებას ემხრობა.

სუროგაციას ქალების ექსპლუატაციისა და ბავშვის ყიდვა-გაყიდვის პრაქტიკად მიიჩნევს იტალიის პრემიერ-მინისტრი. ჯორჯა მელონის განცხადებით, ქალის სხეული კომერციალიზაციის საგანი არ უნდა გახდეს, ბავშვი კი გასაყიდ პროდუქტად არ უნდა განიხილებოდეს. მელონის ხელმოწერილი კანონი იტალიის მოქალაქეებისთვის სუროგაციას საზღვარგარეთაც უკრძალავს.

სუროგაციის წინააღმდეგ გამოდის წმინდა საყდარიც. რომის პაპის განცხადებით, ეს პრაქტიკა ქალებისა და ბავშვების ექსპლუატაციას გულისხმობს და საფრთხეს უქმნის მათ ღირსებასა და უფლებებს.

სუროგაცია ევროპის ქვეყნების უმეტესობაში აკრძალული ან მკაცრად შეზღუდულია. მსგავსი საკანონმდებლო მიდგომა ბევრ სახელმწიფოში ათწლეულებია მოქმედებს. პრაქტიკა აკრძალულია ესპანეთში, სლოვენიაში, იტალიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, მალტაში, ლიეტუვასა და სლოვაკეთშიც.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა მიზნით ვრცელდება ტრაგედიის ამსახველი ძველი ვიდეო თარიღის გარეშე - მმართველი გუნდი ყალბი გვერდებით დეზინფორმაციის გავრცელების უკან საზოგადოებაზე ნეგატიური გავლენის სურვილს ხედავს

რა მიზნით ვრცელდება ტრაგედიის ამსახველი ძველი ვიდეო თარიღის გარეშე - მმართველი გუნდი ყალბი გვერდებით დეზინფორმაციის გავრცელების უკან საზოგადოებაზე ნეგატიური გავლენის სურვილს ხედავს

რუსთავი 2

პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა - პატიმრებმა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულება დილით დატოვეს

პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა - პატიმრებმა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულება დილით დატოვეს

რუსთავი 2

საქართველოში სუროგაცია იკრძალება - საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, სუროგაცია, რომელიც ხშირად ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა

საქართველოში სუროგაცია იკრძალება - საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, სუროგაცია, რომელიც ხშირად ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა

რუსთავი 2

ნიკოლოზ სამხარაძე: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების არიდება, ომი უკრაინაში, გადაიარაღება და არქტიკული უსაფრთხოება. ამ ჯერზე, გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო