მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. რა მიზნით ვრცელდება ტრაგედიის ამსახველი ძველი ვიდეო თარიღის გარეშე - მმართველი გუნდი ყალბი გვერდებით დეზინფორმაციის გავრცელების უკან საზოგადოებაზე ნეგატიური გავლენის სურვილს ხედავს | Rustavi2
რა მიზნით ვრცელდება ტრაგედიის ამსახველი ძველი ვიდეო თარიღის გარეშე - მმართველი გუნდი ყალბი გვერდებით დეზინფორმაციის გავრცელების უკან საზოგადოებაზე ნეგატიური გავლენის სურვილს ხედავს | Rustavi2

რა მიზნით ვრცელდება ტრაგედიის ამსახველი ძველი ვიდეო თარიღის გარეშე - მმართველი გუნდი ყალბი გვერდებით დეზინფორმაციის გავრცელების უკან საზოგადოებაზე ნეგატიური გავლენის სურვილს ხედავს | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტი, თორნიკე რაზმაძე "კურიერთან" საუბრისას ამტკიცებს, რომ კავშირი არ აქვს იმ ყალბ facebook ანგარიშთან, რომელმაც ის ვიდეო და ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ასობით პირი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის გამო ნანგრევებში აღმოჩნდა, 30 ადამიანი კი ადგილზე დაიღუპა. ამის უარყოფის პარალელურად კი, აქტივისტი თავად ადასტურებს, რომ ყალბი ანგარიში ოპოზიციის მხარდამჭერი გვერდია და მის ვიდეომიმართვებს ხშირად აზიარებს.

სწორედ საპროტესტო აქციისთვის მხარდამჭერების მობილიზების მცდელობას და საზოგადოებაზე ნეგატიური გავლენის მოხდენის სურვილს ხედავს მმართველი გუნდი ყალბი გვერდებით დეზინფორმაციის გავრცელების უკან. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციასთან აფილირებული პირები საზოგადოებაში ანტისახელისუფლებო განწყობების გაღვივებას უშედეგოდ ცდილობენ.

ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი სახის დეზინფორმაციის გავრცელება მათთვის მიუღებელია. "ნაციონალური მოძრაობა" კი, თავისივე მხარდამჭერის გამართლებას ცდილობს.

რა მიზნით ვრცელდება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ამსახველი ძველი ვიდეო თარიღის გარეშე და რატომ ცდილობენ საზოგადოების ემოციებზე გავლენის მოხდენას - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რადიკალურ ძალებს საზოგადოების დეზინფორმაციით დაზიანების სურვილი აქვთ, რისი გამოაშკარავებაც მმართველი გუნდისთვის მარტივია.

დეზინფორმაციულ მასალაზე განცხადება გაავრცელა შს სამინისტრომაც. უწყებაში ითქვა, რომ სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის შედეგად, ასობით ადამიანი ნანგრევებში მოყვა. ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი ენჯეოების, აქტივისტების მხრიდან ანტისახელისუფლებო განწყობების გასაღვივებლად ადამიანური ტრაგედიების გამოყენება პირველი შემთხვევა არ არის. ხელისუფლების ოპონენტებმა პოლიტიკური სპეკულაცია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგაც სცადეს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა - პატიმრებმა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულება დილით დატოვეს

პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა - პატიმრებმა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულება დილით დატოვეს

რუსთავი 2

სუროგაციის მსოფლიო პრაქტიკა - საერთაშორისო დისკუსია და ევროპული ქვეყნების გამოცდილება

სუროგაციის მსოფლიო პრაქტიკა - საერთაშორისო დისკუსია და ევროპული ქვეყნების გამოცდილება

რუსთავი 2

საქართველოში სუროგაცია იკრძალება - საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, სუროგაცია, რომელიც ხშირად ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა

საქართველოში სუროგაცია იკრძალება - საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, სუროგაცია, რომელიც ხშირად ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა

რუსთავი 2

ნიკოლოზ სამხარაძე: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების არიდება, ომი უკრაინაში, გადაიარაღება და არქტიკული უსაფრთხოება. ამ ჯერზე, გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო