მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. კობა კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტაჟიორებს შეხვდა | Rustavi2
კობა კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტაჟიორებს შეხვდა | Rustavi2

კობა კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტაჟიორებს შეხვდა | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, შეხვედრა გამართა სამსახურის სტრუქტურული ერთეულების სტაჟიორებთან.

აღსანიშნავია, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საქართველოს მთავრობის მიერ არის დამტკიცებული და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში პირველად ხორციელდება. მისი მიზანია ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებისა და სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის გაცნობის შესაძლებლობის შექმნა.

შეხვედრაზე სტაჟირების პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. ახალგაზრდებმა ისაუბრეს სამუშაო პროცესში ჩართულობის, მიღებული გამოცდილებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების შესახებ.

სტაჟიორებმა კობა კობალაძეს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს, შეაფასეს პროგრამა, ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად პასუხობს ის მათ მოლოდინებს და რა გეგმები და მოლოდინები აქვთ სტაჟირების დასრულების შემდეგ.

კობა კობალაძემ ახალგაზრდებს აქტიური ჩართულობისა და გულწრფელი უკუკავშირისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის, მათი პოტენციალის გამოვლენისა და პრაქტიკული გამოცდილებით გაძლიერების მნიშვნელობას.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლებმა მალტაში გამართულ რეგიონულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლებმა მალტაში გამართულ რეგიონულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

რუსთავი 2

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

რუსთავი 2

პრემიერი სომხეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე: მოვუწოდებთ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, ჩავიდნენ ერევანში და გააპროტესტონ ეს ცვლილებები, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას

მაია ბითაძე: ზუგდიდის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ფონდი "ქართუ" ახორციელებს, სრულდება; ქალაქს ექნება სრულად მოდერნიზებული თეატრი

მაია ბითაძე: ზუგდიდის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ფონდი "ქართუ" ახორციელებს, სრულდება; ქალაქს ექნება სრულად მოდერნიზებული თეატრი

რუსთავი 2