მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პრემიერი სომხეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე: მოვუწოდებთ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, ჩავიდნენ ერევანში და გააპროტესტონ ეს ცვლილებები, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას
პრემიერი სომხეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე: მოვუწოდებთ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, ჩავიდნენ ერევანში და გააპროტესტონ ეს ცვლილებები, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას

რუსთავი 224 ნოემბერი, 2026, 13:19|rustavi2.ge

ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ხელისუფლებას და წარმატებებს ვუსურვებთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება და რამდენად არის ეს ყველაფერი შესაბამისობაში სამართლებრივ სტანდარტებთან, ამაზე იმსჯელებს თავად სომხეთის ხელისუფლება.

“ჩვენ მოვუწოდებთ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, ჩავიდნენ ერევანში და გააპროტესტონ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება და აბსოლუტურად ლოგიკური სუვერენული გადაწყვეტილებაა. ჩვენს შემთხვევაში, თქვენ იცით, რომ სხვაგვარად არის მოწესრიგებული ეს საკითხი. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც იმყოფება საქართველოში, აქვს ხმის მიცემის უფლება. სომხეთში ეს განსხვავებულად არის მოწესრიგებული, 1-წლიანი სტაჟი უნდა ჰქონდეს მოქალაქეს ქვეყანაში ცხოვრების, იმისათვის, რომ მისცეს ხმა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის ეს ყველაფერი შესაბამისობაში სამართლებრივ სტანდარტებთან, ამაზე იმსჯელებს თავად სომხეთის ხელისუფლება. ეს არის მათი სუვერენული უფლება. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ხელისუფლებას და წარმატებებს ვუსურვებთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას”, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკონსტიტუციო

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • მოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ზაზა ბიბილაშვილი გააძევაფორმულა
  • ნადარაიამ უპასუხა კითხვას, ვინ იმყოფებოდა "ოცნებიდან" საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეტვ პირველი
  • ომბუდსმენი ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართანეტგაზეთი
  • „ავტორიტარიზმის მემკვიდრეობა და უცხოური ჩარევები“ - რა თქვა ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს იუბილეზე?BM.GE
საკონსტიტუციო →ხელისუფლების →

მსგავსი სტატიები

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლებმა მალტაში გამართულ რეგიონულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლებმა მალტაში გამართულ რეგიონულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

რუსთავი 2

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

რუსთავი 2

მაია ბითაძე: ზუგდიდის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ფონდი "ქართუ" ახორციელებს, სრულდება; ქალაქს ექნება სრულად მოდერნიზებული თეატრი

მაია ბითაძე: ზუგდიდის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ფონდი "ქართუ" ახორციელებს, სრულდება; ქალაქს ექნება სრულად მოდერნიზებული თეატრი

რუსთავი 2

მედია: ბოლო კვლევის თანახმად, გერმანიის მოქალაქეების უმრავლესობა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის წინააღმდეგია

მედია: ბოლო კვლევის თანახმად, გერმანიის მოქალაქეების უმრავლესობა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის წინააღმდეგია

რუსთავი 2