მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მამა საკუთარ შვილზე ამბობს, რომ ორი წელია იბრძვიან, რათა მან სასჯელი ბოლომდე მოიხადოს... არ ვიცი, ეს რა დამოკიდებულებაა საერთოდ, ალბათ, უკეთესად წარმოაჩენს მოძალადე ადამიანის სახეს - არჩილ გორდულაძე
მამა საკუთარ შვილზე ამბობს, რომ ორი წელია იბრძვიან, რათა მან სასჯელი ბოლომდე მოიხადოს... არ ვიცი, ეს რა დამოკიდებულებაა საერთოდ, ალბათ, უკეთესად წარმოაჩენს მოძალადე ადამიანის სახეს - არჩილ გორდულაძე

მამა საკუთარ შვილზე ამბობს, რომ ორი წელია იბრძვიან, რათა მან სასჯელი ბოლომდე მოიხადოს... არ ვიცი, ეს რა დამოკიდებულებაა საერთოდ, ალბათ, უკეთესად წარმოაჩენს მოძალადე ადამიანის სახეს - არჩილ გორდულაძე

რუსთავი 224 ნოემბერი, 2026, 14:46|rustavi2.ge

ბულინგი და კრიტიკა მათ მიმართ, ვინც ძალადობრივი აქციების დროს ჩადენილი დანაშაული აღიარა და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა. შეწყალებულ და უკვე გათავისუფლებულ პირებზე ზეწოლა და თავდასხმები გრძელდება, მათ შორის სოციალურ ქსელებში.

ერთ-ერთი პატიმრის მამა საკუთარ შვილზე წერს, რომ ორი წელია მიდის ბრძოლა, ბოლომდე მიიყვანონ სასჯელი მათ, ვინც ჯგუფური დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. გიორგობის დღესასწაულზე შეწყალებულ 232 პირს შორის 8 ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირია.

მათ დანაშაული მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. მათ შორის იყო ნიკოლოზ ჯავახიშვილიც, რომელმაც საპატიმროს დატოვების შემდეგ, მედიასთან სიმართლის დამალვა სცადა და განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს.

მმართველ გუნდში ადამიანებზე არსებულ წნეხზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ასეთი მეთოდებით ბრძოლა, არანაირ ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება. იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, როდესაც აქტივისტები დანაშაულს აღიარებენ და ციხიდან გამოდიან, მათ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული პირები აბულინგებენ.

"როდესაც მამა საკუთარ შვილზე ამბობს, რომ ორი წელი ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ მან სასჯელი ბოლომდე მოიხადოსო, არ ვიცი, ეს რა დამოკიდებულებაა საერთოდ. ალბათ წარმოაჩენს უფრო უკეთესად იმ სახეს, რაც აქვს მოძალადე ადამიანს, რომლისთვისაც არაფერს არ წარმოადგენს, მაგალითად, "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა პოლიციელისთვის. როდესაც ამ დანაშაულებს აღიარებენ კონკრეტული პირები და შემდეგ გამოდიან და თავისუფლდებიან, მათ ყოველთვის აბულინგებენ სხვა დანარჩენი პირები და მათ შორის, "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული სხვადასხვა ხალხი. იმიტომ, რომ მათ ადამიანები კი არ აინტერესებთ, მათ სჭირდებათ მსხვერპლი. როდესაც მსხვერპლი აღარ არის და გამოდის თავისუფლებაზე, მას მსხვერპლად ვეღარ იყენებენ, რაც მათ წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას აზერბაიჯანის შს სამინისტროს პოლიციის აკადემიის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას აზერბაიჯანის შს სამინისტროს პოლიციის აკადემიის დელეგაცია ეწვია

რუსთავი 2

ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის მხრიდან გრძელდება "სინდისის პატიმრების" - "უსინდისოს" სტატუსად გადაკეთება. მთავარი ისაა, რომ არც მინიჭებას აქვს ფასი და არც ჩამორთმევას

ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის მხრიდან გრძელდება "სინდისის პატიმრების" - "უსინდისოს" სტატუსად გადაკეთება. მთავარი ისაა, რომ არც მინიჭებას აქვს ფასი და არც ჩამორთმევას

რუსთავი 2

საპატრიარქო: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი იმყოფება საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში

საპატრიარქო: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი იმყოფება საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში

რუსთავი 2