მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო | Rustavi2
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო | Rustavi2

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო - ტალღამტეხის მშენებლობა ხმელეთიდან ზღვის აკვატორიაში გადავიდა, შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავების სამუშაოები კი დასკვნით ფაზაშია.კერძოდ, შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავების სამუშაოების 96% შესრულებულია. რაც შეეხება უშუალოდ ტალღამტეხის მშენებლობას, ის უკვე ზღვის აკვატორიაში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მოწყობილი მონაკვეთის სიგრძე 460 მეტრს შეადგენს, შესრულებულია სამუშაოების 34%.სამუშაოები დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. აკვატორიის დაღრმავებისა და ტალღამტეხის მშენებლობის დასრულება 2027 წლის დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.სამუშაოებს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საზღვაო საინჟინრო კომპანია - ბელგიური Jan De Nul ადგილობრივ პარტნიორთან ერთად ახორციელებს.ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი მხოლოდ საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას არ მოიცავს. მისი განვითარება კომპლექსურ სატრანსპორტო სისტემას ითვალისწინებს, რომელიც საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურას ერთიან ლოგისტიკურ ჯაჭვში გააერთიანებს.საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი, 17.7-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომლის ამოქმედებაც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის ზრდას, საერთაშორისო სავაჭრო კავშირების გაძლიერებასა და რეგიონულ სატრანზიტო ფუნქციაში საქართველოს როლის გაფართოებას შეუწყობს ხელს.მიმდინარე გეგმის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველი გემის მიღებასა და მომსახურებას 2029 წელს გეგმავს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • "ეს არის პიარ-კამპანია, რომ გადაფარონ საპატრიარქოსთან სერიოზული პრობლემების პროცესი" - დეა მეტრეველი სუროგაციის აკრძალვაზეტვ პირველი
  • ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გაიხსნა - ნათია თამაზაშვილიBM.GE
  • IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებასფორმულა
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას აზერბაიჯანის შს სამინისტროს პოლიციის აკადემიის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას აზერბაიჯანის შს სამინისტროს პოლიციის აკადემიის დელეგაცია ეწვია

რუსთავი 2

ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის მხრიდან გრძელდება "სინდისის პატიმრების" - "უსინდისოს" სტატუსად გადაკეთება. მთავარი ისაა, რომ არც მინიჭებას აქვს ფასი და არც ჩამორთმევას

ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის მხრიდან გრძელდება "სინდისის პატიმრების" - "უსინდისოს" სტატუსად გადაკეთება. მთავარი ისაა, რომ არც მინიჭებას აქვს ფასი და არც ჩამორთმევას

რუსთავი 2

საპატრიარქო: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი იმყოფება საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში

საპატრიარქო: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი იმყოფება საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში

რუსთავი 2

თბილისში Skillwill-ის ახალი კოლეჯი გაიხსნა

თბილისში Skillwill-ის ახალი კოლეჯი გაიხსნა

რუსთავი 2