მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. საქართველოს ეროვნული ბანკი საუკეთესო კვლევითი ნაშრომის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ეროვნული ბანკი საუკეთესო კვლევითი ნაშრომის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საუკეთესო კვლევითი ნაშრომის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

რუსთავი 224 ნოემბერი, 2026, 14:47|rustavi2.ge

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს კონკურსს საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად, რომლის მიზანია ახალგაზრდა მკვლევარი ეკონომისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მცირე ღია ეკონომიკის პირობებში მონეტარული პოლიტიკის გამოწვევების, საბანკო სისტემის ტრანსფორმაციის და კაპიტალის ბაზრის გაღრმავების საკითხებზე სამეცნიერო კვლევების წახალისება, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უწყყების ცნობით, კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ შესაბამისი პროფილის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებსა და აკადემიური დოქტორის ხარისხის მქონე იმ პირებს, რომლებმაც ხარისხი ბოლო სამი წლის განმავლობაში მოიპოვეს.

"კონკურსი სამ ნომინაციას მოიცავს:

მონეტარული პოლიტიკის გამოწვევები;საბანკო სექტორის ტრანსფორმაცია;კაპიტალის ბაზრის გაღრმავება.

კონკურსის თანდართულ შინაარსობრივ და ტექნიკურ პირობებში განსაზღვრულია კვლევითი თემების საორიენტაციო ჩამონათვალი ნომინაციების აღნიშნული სამი მიმართულების მიხედვით.

საკვლევი ნაშრომები ფოკუსირებული უნდა იყოს მცირე ღია ეკონომიკებისთვის დამახასიათებელი თავისებურებებისა და რისკების ანალიზზე. სასურველია, კვლევაში საქართველოს ეკონომიკის მაგალითის განხილვა, შესაბამისი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებითა და შედარებითი ანალიზის გამოყენებით.

ნაშრომი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს საკვლევ პრობლემასა და კვლევის მიზანს, ეფუძნებოდეს შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს, უნდა ასახავდეს ავტორის დამოუკიდებელ მიგნებებსა და არგუმენტირებულ დასკვნებს.

კვლევის მოცულობა უნდა შეადგენდეს 4000-6000 სიტყვას. ნაშრომის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე, კონკურსის შინაარსობრივი და ტექნიკური პირობებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე შეირჩევა ის ნაშრომები, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალში „მონეტარული ეკონომიკა“ გამოქვეყნდება. მეორე ეტაპზე კი გამოქვეყნებულ ნაშრომებს შორის სამი საუკეთესო კვლევა გამოვლინდება.

კონკურსის გამარჯვებულები საქართველოს ეროვნული ბანკის ჯილდოს მიიღებენ და სებ-ში კვლევისა და განვითარების ანაზღაურებადი პროგრამის გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

კვლევითი ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2027 წლის 1 აპრილი. ავტორებმა სტატიები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - monetaryeconomics@nbg.gov.ge," - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას აზერბაიჯანის შს სამინისტროს პოლიციის აკადემიის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას აზერბაიჯანის შს სამინისტროს პოლიციის აკადემიის დელეგაცია ეწვია

რუსთავი 2

ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის მხრიდან გრძელდება "სინდისის პატიმრების" - "უსინდისოს" სტატუსად გადაკეთება. მთავარი ისაა, რომ არც მინიჭებას აქვს ფასი და არც ჩამორთმევას

ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის მხრიდან გრძელდება "სინდისის პატიმრების" - "უსინდისოს" სტატუსად გადაკეთება. მთავარი ისაა, რომ არც მინიჭებას აქვს ფასი და არც ჩამორთმევას

რუსთავი 2

საპატრიარქო: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი იმყოფება საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში

საპატრიარქო: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი იმყოფება საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში

რუსთავი 2