ორიგინალი
ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი რეზოლუცია, რომელიც არის იმისთვის, რომ კოჭი გაუგოროს იმ ადამიანებს, ვინც დღეს კიდევ რადიკალიზმზე ფიქრობს
რუსთავი 2

ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი რეზოლუცია, რომელიც არის იმისთვის, რომ კოჭი გაუგოროს იმ ადამიანებს, ვინც დღეს კიდევ რადიკალიზმზე ფიქრობს

ევროპარლამენტში დღეს საღამოს საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვაა დაგეგმილი. ევროპარლამენტარების ნაწილის მიერ მომზადებული პროექტი პაატა ბურჭულაძეს, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს და ადამიანის უფლებებს ეხება. აღნიშნულ პროექტზე ხელისუფლებაში შეფასებები კეთდება. მმართველი გუნდი მორიგ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს.

მათი შეფასებით, რეზოლუციის პროექტი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს, რადგან 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე დაკავებულებს დანაშაული აღიარებული აქვთ. შესაბამისად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ამ საკითხის ჩაწერა სხვა არაფერია, თუ არა კრიმინალის მფარველობა და აღიარებული დანაშაულის ლობირება.

"სამწუხაროა, მაგრამ ამ რეზოლუციას, ისევე როგორც სხვა ამ რეზოლუციის წინამორბედებს, სამწუხაროდ, არაფერი საერთო არა აქვს, არც რეალობასთან, არც სამართლიან ფაქტებთან და, მით უმეტეს, იმ რეალობასთან, რა რეალობაც არის. ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი რეზოლუცია, რომელიც არის იმისთვის, რომ კოჭი გაუგოროს იმ ადამიანებს, ვინც დღეს კიდევ რადიკალიზმზე ან სხვა ძალადობრივ ქმედებებზე ფიქრობს.

მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამას არანაირი არც ფასი, არც შედეგი არ აქვს. იმ დროს, როდესაც ამ რეზოლუციის პროექტზე განცხადებებს აკეთებენ მისი ავტორები, ამის პარალელურად, ქვეყნის შიგნით ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ, პირდაპირ ჰყვებიან, ინანიებენ და აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს - აი, ამის პარალელურად, როდესაც გვესმის განცხადებები ამ ავტორების მხრიდან, კიდევ უფრო მეტად სავალალო მდგომარეობაში იყენებენ თვითონ თავს", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი რეზოლუცია, რომელიც არის იმისთვის, რომ კოჭი გაუგოროს იმ ადამიანებს, ვინც დღეს კიდევ რადიკალიზმზე ფიქრობს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·19:41

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
რუსთავი 2·19:24

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
რუსთავი 2·19:13

გომი-საჩხერის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-საჩხერის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რუსთავი 2·19:12

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.