ორიგინალი
რიკოთის უღელტეხილზე გამწვანების სამუშაოები გრძელდება
რუსთავი 2

რიკოთის უღელტეხილზე გამწვანების სამუშაოები გრძელდება

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11,6 კილომეტრიან მონაკვეთზე გამწვანებისა და ხე-მცენარეების საკომპენსაციო დარგვის სამუშაოები გრძელდება.

რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე ხეების დარგვაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

პროექტის მიზანია გზის მშენებლობის პროცესში მოჭრილი ხე-მცენარეების კომპენსირება, ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ბუნებრივი ლანდშაფტის აღდგენა.

გამწვანების სამუშაოები სამ ეტაპად ხორციელდება: 2022–2024 წლებში სატყეო ფონდის ტერიტორიაზე, 13,4 ჰექტარ ფართობზე, 42 375 ძირი ხე დაირგო; 2026 წლის გაზაფხულზე საავტომობილო გზის დერეფნის გასწვრივ 5 000-მდე იფნისა და ნეკერჩხლის ნერგი დაირგო; მიმდინარე შემოდგომაზე კი გათვალისწინებულია არანაკლებ 3,5 მეტრი სიმაღლის 311 ხის - 155 მინდვრის ნეკერჩხლისა და 156 ჩვეულებრივი იფნის - დარგვა.

ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთის გასწვრივ გამწვანებისთვის დაახლოებით 6,5 ჰექტარი ტერიტორიაა შერჩეული. სამუშაოები მოიცავს როგორც გზისა და მდინარე რიკოთულას მიმდებარე ტერიტორიებს, ისე საავტომობილო გზებს შორის არსებულ თავისუფალ სივრცეებს.

ხე-მცენარეების სახეობები ტერიტორიის ბუნებრივი და კლიმატური პირობების, ადგილობრივი ეკოსისტემისა და ლანდშაფტის თავისებურებების გათვალისწინებით შეირჩა.

რიკოთზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში გარემოსდაცვითი მიდგომების ინტეგრირების ნაწილია.

ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროგრამის "მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის" ფარგლებში, როგორც რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ისე ქვეყნის სხვა საავტომობილო მაგისტრალების გასწვრივ, დამატებითი გამწვანების ღონისძიებების განხორციელება იგეგმება.

პროგრამის მიზანია თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ბუნებრივი ლანდშაფტის გაუმჯობესება, მწვანე სივრცეების გაფართოება და ეკოლოგიური მდგრადობის ხელშეწყობა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. რიკოთის უღელტეხილზე გამწვანების სამუშაოები გრძელდება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·19:41

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
რუსთავი 2·19:24

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
რუსთავი 2·19:13

გომი-საჩხერის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-საჩხერის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რუსთავი 2·19:12

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.