ხაშურის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის ენის გამოყენების 5 საქმე განიხილა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ნოდარ სახვაძის საქმე. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი გველესიანს და რევაზ ბლიაძეს. სახვაძეს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, ანდრო გურული აღნიშნავს, რომ ჯამში 5 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, აქედან ერთის განხილვა გადაიდო კონკრეტული ვადით, დანარჩენის მიმართ კი საჯარო ინსტანცია იქნა გამოყენებული.
"საერთო სასამართლოებში 5 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. აქედან 4 მათგანის განხილვა დასრულდა. პიროვნებები ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. სამის მიმართ გამოყენებული იქნა საჯარო ინსტანცია სხვადასხვა ოდენობით, ხოლო ერთ-ერთის მიმართ სიტყვიერი შენიშვნა. ერთის განხილვა კი გადაიდო კონკრეტული ვადით", - აცხადებს ანდრო გურული.
