ორიგინალი
ილონ მასკმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც USAID-ი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში "ფერადი რევოლუციების" დაფინანსებაშია დადანაშაულებული | Rustavi2
რუსთავი 2·21:23

ილონ მასკმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც USAID-ი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში "ფერადი რევოლუციების" დაფინანსებაშია დადანაშაულებული | Rustavi2

25 ნოემბერი, 2026 · 21:23

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა, სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას მსოფლიო მასშტაბით "ფერადი რევოლუციების მანქანის" შექმნაში ადანაშაულებს.

USAID-ის დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ, იკვეთება სქემა, რომლის მიხედვითაც, სააგენტო სამიზნე ქვეყნებში ხუთ ძირითად მიმართულებას აფინანსებდა: "დამოუკიდებელ" მედიას, იურისტებს, არჩევნების დამკვირვებლებს, აქტივისტების გადამზადებასა და მმართველობით მონაცემებს.

გავრცელებულ ტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს.

2008-დან 2025 წლამდე, საქართველოში, USAID-ის გრანტების სახით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი "არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს" მოხმარდა.

მას შემდეგ, რაც საქართველომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსების გასაჯაროების დავალდებულება სცადა, ამავე ქსელმა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები წამოიწყო.

2003 წლის "ვარდების რევოლუციის" დროს, რომელმაც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეცვალა, სწორედ USAID-ისა და NED-ის სახსრებით შეიქმნა შესაბამისი ქსელი.

USAID-ის მიერ მხარდაჭერილმა "სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) 3 000 დამკვირვებელი მოამზადა და ჩაატარა ხმების პარალელური დათვლა, რომელმაც არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა. სააგენტო ასევე აფინანსებდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს", რევოლუციის შემდეგ კი "თავისუფლების ინსტიტუტის" აქტივისტებმა მაღალი სახელმწიფო თანამდებობები, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოში, დაიკავეს.

პოსტში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც USAID-ის დაფინანსება შემცირდა, მემარჯვენე კანდიდატებმა გაიმარჯვეს ბოლივიაში, ჩილეში, ჰონდურასში, კოსტა-რიკაში, პერუში, ეკვადორსა და კოლუმბიაში.

პოსტის ავტორი ასევე აკრიტიკებს აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას და ამტკიცებს, რომ, ძალაუფლების სრულად დაბრუნების შემთხვევაში, ისინი მსგავს პრაქტიკას - მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და მედიის ფარულ თანამშრომლობას - კიდევ უფრო მასშტაბურად გამოიყენებენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ილონ მასკმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც USAID-ი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში "ფერადი რევოლუციების" დაფინანსებაშია დადანაშაულებული | Rustavi2

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·21:48

ბულინგი დანაშაულის აღიარებისთვის​ - მმართველი გუნდის თქმით, მსჯავრდებულებზე თავდასხმების ავტორების მიზანი დამნაშავეების პოლიტპატიმრებად გამოცხადება და ამ გზით ქვეყნის იმიჯის საერთაშორისო ასპარეზზე დაზიანებაა

რუსთავი 2·21:46

საქართველოს ჯანდაცვის სისტემას დაემატება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი შესანიშნავი დაწესებულება, ეს არის ახალი სიტყვა ქართულ მედიცინაში - მიხეილ სარჯველაძე თოდუას სახელობის ახალი ქირურგიული კლინიკის გახსნაზე

რუსთავი 2·21:43

რეზოლუცია საქართველოს შესახებ - ოპოზიციას და მათ გარე ლობისტებს სახელისუფლებო გუნდიდან დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველო, შანტაჟისა და მუქარის მიუხედავად, კანონს გვერდს არ აუვლის

რეზოლუცია საქართველოს შესახებ - ოპოზიციას და მათ გარე ლობისტებს სახელისუფლებო გუნდიდან დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველო, შანტაჟისა და მუქარის მიუხედავად, კანონს გვერდს არ აუვლის
რუსთავი 2·21:39

ეროვნული უსაფრთხოება, ოკუპაცია, გარე და შიდა ძალებისგან მომდინარე რისკები, ტერორიზმი და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - დღეს სუს-მა პარლამენტს ანგარიში ჩააბარა

ეროვნული უსაფრთხოება, ოკუპაცია, გარე და შიდა ძალებისგან მომდინარე რისკები, ტერორიზმი და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - დღეს სუს-მა პარლამენტს ანგარიში ჩააბარა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.