ორიგინალი
პრემიერი: ურთულესი წლები გამოვიარეთ. 90-იანები, ავტორიტარიზმის ცხრა წელი, პროცესებმა კვალი დაატყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასაც, თუმცა 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრესი მიღწევა სწორედ დემოკრატიული არჩევნები და მაღალპროფესიული ცესკოა | Rustavi2
რუსთავი 2·13:39

პრემიერი: ურთულესი წლები გამოვიარეთ. 90-იანები, ავტორიტარიზმის ცხრა წელი, პროცესებმა კვალი დაატყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასაც, თუმცა 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრესი მიღწევა სწორედ დემოკრატიული არჩევნები და მაღალპროფესიული ცესკოა | Rustavi2

26 ნოემბერი, 2026 · 13:39

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კომისიის მოქმედი ხელმძღვანელობისა და შემადგენლობის წვლილი ბოლო წლებში საარჩევნო პროცესების მაღალ დონეზე ორგანიზებაში. წარსულში არსებული მძიმე გამოწვევების შემდეგ, სწორედ თქვენ მოიპოვეთ საზოგადოების ნდობა და მაღალი რეპუტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის დემოკრატიული არჩევნები და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისია.

"საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ისტორია 90-იანი წლების დასაწყისიდან არ იყო მარტივი. ყველას გვახსოვს 90-იანი წლები და მასთან დაკავშირებული სირთულეები, ყველას გვახსოვს 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები და ის პროცესი, როდესაც ქვემო ქართლისა და აჭარის საარჩევნო ადმინისტრაციები ხელოვნურად აჭიანურებდნენ შედეგების გადაგზავნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, პოზიცია და ოპოზიცია ერთდროულად ცდილობდა გაყალბებული საარჩევნო შედეგების გადაგზავნის გაჭიანურებას და შემდეგ ეს ყველაფერი დასრულდა პოლიტიკური მოლაპარაკებებით. ასევე ყველას გვახსოვს 2008 წელს ტოტალურად გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ მე პირადად ვესწრებოდი ერთ-ერთ შეხვედრას, სადაც ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურმა ატაშემ, მაშინდელმა ატაშემ, ერთ-ერთ უცხოელ პროფესორს გაუზიარა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ევროპულ ქვეყანას გამზადებული ჰქონდა დასკვნა არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ, თუმცა შემდეგ ერთ-ერთმა სხვა ქვეყანამ გამოაქვეყნა დასკვნა საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის თაობაზე და ამის შემდეგ ყველა ევროპულმა ქვეყანამ შეატრიალა საკუთარი დასკვნა.

ასეთი ურთულესი წლები გვაქვს გამოვლილი ჩვენ - ჯერ 90-იანი წლები, შემდეგ მომდევნო ცხრა წელიწადი, ავტორიტარიზმის ცხრა წელიწადი, და ბუნებრივია, ამ პროცესებმა, მძიმე პროცესებმა საკუთარი კვალი დაატყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასაც. თუმცა ეს ყველაფერი შეიცვალა და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიული არჩევნები და მაღალპროფესიული, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღი. ეს არის საარჩევნო მემკვიდრეობის დაფასება და ამავდროულად იმ ადამიანების ღვაწლის აღნიშვნა, ვინც ამ ტრადიციას დღეს ღირსეულად აგრძელებს.

მე კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ თქვენგანს. მადლობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას, ბატონ თავმჯდომარეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეულ წევრს, ასევე საოლქო კომისიების წევრებს, საუბნო კომისიების წევრებს, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებიან დემოკრატიულ არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში. მადლობა მინდა გადავუხადო ცესკოს თითოეულ თანამშრომელს, ვინც წლების განმავლობაში არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების საქმეს ემსახურება. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ ყველას წარმატებებს,"- განაცხადა პრემიერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პრემიერი: ურთულესი წლები გამოვიარეთ. 90-იანები, ავტორიტარიზმის ცხრა წელი, პროცესებმა კვალი დაატყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასაც, თუმცა 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრესი მიღწევა სწორედ დემოკრატიული არჩევნები და მაღალპროფესიული ცესკოა | Rustavi2

თემა: პრემიერი

ამ თემას 13 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • პრაიმტაიმი·08:12
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
  • იმედი·08:06
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოებას სიტყვით მიმართავს
  • პოსტივი·20:55
    პრემიერი: „ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს თავის ქვეყანაში უნდა შეეძლოს. თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს დანიშნულებას, თუ მკურნალობის საშუალება ყველას აქვს – ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე“
  • ინფო 9·20:45
    პრემიერი: 2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში, ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქართველოში, ეს პროგრამა მოქმედებს უკვე 14 წელია, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა
პრემიერიპროცესი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·13:58

დროა ყველა ლიდერი ჩაერთოს ამ დისკუსიაში ღია გონებით, კონსტრუქციული მიდგომითა და კომპრომისისთვის მზადყოფნით, რადგან ევროკავშირის ბიუჯეტი დროულად უნდა დავამტკიცოთ - ანტონიუ კოშტა​

დროა ყველა ლიდერი ჩაერთოს ამ დისკუსიაში ღია გონებით, კონსტრუქციული მიდგომითა და კომპრომისისთვის მზადყოფნით, რადგან ევროკავშირის ბიუჯეტი დროულად უნდა დავამტკიცოთ - ანტონიუ კოშტა​
რუსთავი 2·13:49

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის განმავლობაში, ევროპის ქვეყნებმა რუსული ენერგორესურსების შესაძენად 250 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს, რაც უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებაზე მეტია - ჯარედ კუშნერი​

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის განმავლობაში, ევროპის ქვეყნებმა რუსული ენერგორესურსების შესაძენად 250 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს, რაც უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებაზე მეტია - ჯარედ კუშნერი​
რუსთავი 2·13:47

მაია ბითაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან, ელისო ბოლქვაძესთან გამართულ შეხვედრაზე კულტურის სფეროს მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტები განიხილა

მაია ბითაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან, ელისო ბოლქვაძესთან გამართულ შეხვედრაზე კულტურის სფეროს მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტები განიხილა
რუსთავი 2·13:43

ლადო სადღობელაშვილი: რუსეთის პროვოკაციული რიტორიკა და ღვინის კომპანიების დასანქცირების მუქარა საქართველოს დესტაბილიზაციასა და მოსკოვის დღის წესრიგის გატარებას ემსახურება - ეს ოპოზიციურ ცეცხლზე ნავთის დასხმაა

ლადო სადღობელაშვილი: რუსეთის პროვოკაციული რიტორიკა და ღვინის კომპანიების დასანქცირების მუქარა საქართველოს დესტაბილიზაციასა და მოსკოვის დღის წესრიგის გატარებას ემსახურება - ეს ოპოზიციურ ცეცხლზე ნავთის დასხმაა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.