ორიგინალი
შალვა პაპუაშვილი USAID-ის შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი სინდიკატი, ჩართული ჰყავდათ გადაბირებული ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ | Rustavi2
რუსთავი 2·14:34

26 ნოემბერი, 2026 · 14:34

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი USAID-ის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, აღნიშნული მასალები რადიკალურად ცვლის მტკიცებულებებს საქართველოს შიდა საქმეებში გარე ჩარევასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ გასაჯაროებული წინა ადმინისტრაციის დოკუმენტებით, ერთი-ერთში დადასტურდა, რომ USAID-ის დაფინანსებით საქართველოში შექმნილი იყო გავლენის ქსელი, რომელშიც ჩართული ჰყავდათ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, ე.წ. ექსპერტები და აქტივისტები.

"ეს არის უფრო დიდი სკანდალი, ვიდრე მანამდე გამოქვეყნებული დოკუმენტები. ეს რადიკალურად ცვლის იმ მტკიცებულებებს, გარემოს, რაც აქამდე გვქონდა საქართველოს შიდა საქმეებში გარე ჩარევასთან დაკავშირებით. ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს ერთი-ერთში, მთლიანად დადასტურდა თავად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ, რომელმაც წინა ადმინისტრაციის დოკუმენტაცია გამოაქვეყნა.

დადასტურდა, რომ USAID-ის დაფინანსებით მსოფლიოში და, მათ შორის, უშუალოდ საქართველოზეც არის იქ საუბარი და ამით არის ღირებული ეს ახალი დოკუმენტების პაკეტი, დასტურდება, რომ USAID-ის დაფინანსებით იქმნებოდა უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელი და რომ ასეთი ქსელი საქართველოში შეიქმნა და ამ ქსელში ჩართული ჰყავდათ ყველასთვის ცნობილი მდიდარი NGO-ები, ჩართული ჰყავდათ მედია და ჩართული ჰყავდათ ე.წ. ექსპერტები, აქტივისტები. ამ ქსელის ამოცანა იყო მათი დამფინანსებლისთვის სასარგებლო ნარატივების გავრცელება, ხილვადობის გავრცელება და პირიქით, ის ინფორმაცია, რომელიც არ იყო სასურველი მათი დამფინანსებლისთვის, USAID-ისთვის და სხვებისთვის, ამ ინფორმაციის მიჩქმალვა, ამ ინფორმაციის დამალვა და არგამოჩენა.

ამაში ჩართული ჰყავდათ Facebook-ი, Instagram-ი, Twitter-ი, YouTube-ი, რომლებიც პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციის დავალებით შლიდნენ კონტენტს, რომელიც მიუღებელი იყო წინა ადმინისტრაციისთვის, მის ხილვადობას ხელოვნურად აფერხებდნენ და მთლიანად შლიდნენ ზოგიერთ პროფილებს და გვერდებს.

USAID-ი, რომელსაც თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ თაღლითური ორგანიზაცია უწოდა, დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებდა, ამ დანაშაულში ჩართული ჰყავდათ ადგილზე რეკრუტირებული და გადაბირებული ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ და ჩართული იყვნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციებში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორ ქმნიდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) წლების განმავლობაში ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას? - სკანდალური მასალები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ედუარდ კორისტაინმა გამოაქვეყნა და ილონ მასკმა გააზიარა.

საუბარია 248 შიდა ფაილზე და 1 200-გვერდიან დოკუმენტზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში USAID-ის გრანტების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი "არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს" მოხმარდა.

გასაჯაროებული მასალებით, პროგრამის სქემებით და დოკუმენტებით მტკიცდება, რომ USAID-ს საქართველოში შექმნილი ჰქონდა პროპაგანდისტული ქსელი, რომელშიც შედიოდნენ ადგილობრივი ენჯეოები, ე.წ. მედია, ექსპერტები, ასევე, სოციალურ ქსელების კომპანიები. ამ ქსელის მეშვეობით ისინი ორკესტრირებულად იწყებდნენ იმ საკითხებისა და გზავნილებს გაჟღერებას და წინ წამოწევას, რომელიც თავად სჭირდებოდათ.

პარალელურად კი, მედია სივრციდან აქრობდნენ და დისკრედიტაციას უწევდნენ მათთვის არასასურველ ინფორმაციას და გამოცემებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. შალვა პაპუაშვილი USAID-ის შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი სინდიკატი, ჩართული ჰყავდათ გადაბირებული ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ | Rustavi2

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·15:01

პრემიერი USAID-ზე: რასაც ვამტკიცებდით, რისთვისაც მივიღეთ "გამჭვირვალობის" კანონი, ხელის გულზე დაიდო კრიმინალის ილუსტრირებით, იმავეს აკეთებდა NED-ი, EED-ი ევროპული ფონდი, ეს იყო კრიმინალური საქმიანობა, მიმართული საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ

რუსთავი 2·14:38

პრემიერი: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო მიზნის მიღწევამდე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციამდე, ეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხზე

რუსთავი 2·14:37

პრემიერი: რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა ურთულესია, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, ეს არ არის ჩვენს მიერ შექმნილი მოცემულობა, გადმოვიბარეთ მემკვიდრეობით, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა

რა მიდგომაც გვაქვს ბრიუსელთან, ის მიდგომა გვაქვს მოსკოვთან. როგორც ბრიუსელთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობას, ასევე მოსკოვთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას - შალვა პაპუაშვილი

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.