ორიგინალი
თორნიკე მოლაშვილი: ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ - ეს ბოროტი ძალა უკან არ დაიხევს და შესაბამისად, ჩვენც მუდმივი სიფხიზლე და სიფრთხილე გვმართებს
რუსთავი 2·21:08

თორნიკე მოლაშვილი: ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ - ეს ბოროტი ძალა უკან არ დაიხევს და შესაბამისად, ჩვენც მუდმივი სიფხიზლე და სიფრთხილე გვმართებს

26 ნოემბერი, 2026 · 21:08

სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისა და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიღებული უკვე მეცხრე დოკუმენტი „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიპ სტეიტის“ ინტერესებს ასახავს. მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ეს ძალა უკან არ დაიხევს, რის გამოც საზოგადოებას მუდმივი სიფრთხილე, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გააზრება სჭირდება, რათა ქვეყანა სამშვიდობოს გავიდეს. "ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ... ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ - საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან. სინამდვილეში, ეს არის გლობალური ომის პარტიის, იგივე დიპ სტეიტის, გნებავთ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მარიონეტთა ერთი ჯგუფი, რომელიც ამ დიდი და საშიში ძალის სურვილებსა და მიზნებს ახმოვანებს. თითქოს ახალს არაფერს ვამბობ, თითქოს ყველამ კარგად იცის საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი მიზანი აქსიომის საზოგადოებისთვის შეხსენება არ არის. ჩემი მიზანია გაჩვენოთ, რომ ეს ძალა არ გაჩერდება, ეს ბოროტი ძალა უკან არ დაიხევს და შესაბამისად, ჩვენც მუდმივი სიფხიზლე და სიფრთხილე გვმართებს. ბევრ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, მშვიდად ვარ, რადგან ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პოლიტიკოსი ჰყავსო... ეს განცდა მეც მუდმივად მაქვს, მაგრამ აუცილებელია ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ამ ადამიანს მუდმივად გვერდში დგომა და მხარდაჭერა სჭირდება. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა, თითოეულმა ქართველმა უნდა გაიაზროს, რომ ჩვენი ქვეყნის დაცვა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ვალდებულება არ არის და ჩვენ, ყველას ერთად და თითოეულს ცალკე გვაკისრია უდიდესი მისია, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ოჯახები და შვილები. იმაზე ბევრად უფრო ჯიუტად უნდა დავიცვათ ჩვენი ერი და ქართული ფესვები, ვიდრე 500 მდე ევროპარლამენტარი წელიწადში ორჯერ იმისათვის იკრიბება, რომ რეზოლუცია მიიღოს და კიდევ ერთხელ დააფიქსიროს მათი პატრონების პოზიცია - რომ არ მოისვენებენ, სანამ საქართველოს ხელისუფლებაში აგენტურას არ მოიყვანენ. ჩვენც არ უნდა მოვისვენოთ და აუცილებლად უნდა გავიყვანოთ ეს ქვეყანა სამშვიდობოს, არ უნდა დავიღალოთ ამ ყოველდღიურ ჭიდილში, თორემ ფეხი თუ დაგვიცდა და არაგონივრული ნაბიჯი გადავდგით, სააკაშვილის რეჟიმი სანატრელი გაგვიხდება..." - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. თორნიკე მოლაშვილი: ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ - ეს ბოროტი ძალა უკან არ დაიხევს და შესაბამისად, ჩვენც მუდმივი სიფხიზლე და სიფრთხილე გვმართებს

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 16 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • ტვ პირველი·20:22
    „ივანიშვილმა ყველაფერი მოსპო, სრულიად დაუცველი დავრჩით გავეშებული რუსეთის პირისპირ“ - სააკაშვილი
  • პრაიმტაიმი·19:28
    თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ - საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან
  • იმედი·19:22
    თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“, საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან
  • პოსტივი·19:10
    თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: „ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ – საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან“
ივანიშვილისგათავისუფლებას

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·21:56

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ისტორიული მემკვიდრეობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა - საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე აღინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ისტორიული მემკვიდრეობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა - საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე აღინიშნა
რუსთავი 2·21:51

შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა და აბსურდული მოთხოვნები - ევროპარლამენტის რეზოლუციას თბილისში ევროკავშირთან ურთიერთობების დაზიანებისა და დესტრუქციის ნაწილად აფასებენ

შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა და აბსურდული მოთხოვნები - ევროპარლამენტის რეზოლუციას თბილისში ევროკავშირთან ურთიერთობების დაზიანებისა და დესტრუქციის ნაწილად აფასებენ
რუსთავი 2·21:50

უპრეცედენტო ინვესტიცია - როგორი იქნება Eagle Hills-ის პროექტი და რა 6 პრიორიტეტი დაუსახა საქართველომ კომპანიას

უპრეცედენტო ინვესტიცია - როგორი იქნება Eagle Hills-ის პროექტი და რა 6 პრიორიტეტი დაუსახა საქართველომ კომპანიას
რუსთავი 2·21:29

ხელისუფლებების ცვლილების შემუშავებული სქემა და არჩევნებით მანიპულირების ინსტრუქტაჟი - "ქართული ოცნების" წევრების განმარტებით, USAID-ის ფაილებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა რა მიზნების განხორციელება სურდათ საქართველოში ე.წ მდიდარ ენჯეოებს

ხელისუფლებების ცვლილების შემუშავებული სქემა და არჩევნებით მანიპულირების ინსტრუქტაჟი - "ქართული ოცნების" წევრების განმარტებით, USAID-ის ფაილებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა რა მიზნების განხორციელება სურდათ საქართველოში ე.წ მდიდარ ენჯეოებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.