სააკაშვილმა წამოიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთის კურთხევით იყო მოსული. ფაქტია, რომ მან თქვა ის, რაზედაც არაერთხელ ვისაუბრეთ - გიორგი ვოლსკი
"ჩვენ არაერთხელ მივუთითებდით, რომ ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და არავითარი პრორუსულობა ან პროევროპელობა არაფერ შუაში არ არის" - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკიამ მინსკში გამართულ შეხვედრას და რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის კომპანიებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება.
მინსკის შეხვედრამ საქართველოს ხელისუფლებას გაუჩინა ეჭვი, რომ საქმეში ჩართულია გლობალური ძალა, რომელსაც სურს გაამყაროს ქართული ოპოზიციის ნარატივი, რომ "ქართული ოცნება" პრორუსულია.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ერთადერთი, ვინც საქართველოში რუსულ ინტერესებს ატარებს, "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავეშირებული პარტიებია. ეს ფაქტი, მმართველი ძალის თქმით, არაერთხელ დადასტურდა 2008 წლის ომის დროს და ომის შემდეგაც, რამდენიმე დღის წინაც, როცა სააკაშვილმა ჯერ გაასაჯაროვა, შემდეგ კი წაშალა ფეისბუქ სტატუსი, სადაც ის აღიარებს, რომ რევოლუციას მხარს რუსეთი უჭერდა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და პრორუსულობა ან პროევროპულობა ამ თვალსაზრისით არაფერ შუაშია.
"ჩვენ არაერთხელ მივუთითებდით, რომ ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და არავითარი პრორუსულობა ან პროევროპულობა აქ არაფერ შუაში არ არის. სააკაშვილმა წამოიწყო საუბარი იმაზე, რომ იგი სწორედ რუსეთის კურთხევით იყო მოსული. იმ ხალხს, ვისაც დაძაბულობა შეექმნა, სიგნალი გაუგზავნა, რომ ის რუსეთის კაცია და რუსეთის მიერ არის დანიშნული. ფაქტია, რომ სააკაშვილმა თქვა ის, რაზედაც არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ არ ყოფილა მომენტი 2004 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე, როდესაც სააკაშვილს ლანძღა-გინების გარდა რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გადაედგა იმისათვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი დაეცვა", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
