ორიგინალი
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს | Rustavi2
რუსთავი 2·12:42

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს | Rustavi2

27 ნოემბერი, 2026 · 12:42

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დანიის სამეფოში შეხვედრებს მართავს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ქეთევან ხუროძე და ირაკლი შატაკიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა დანიის პარლამენტის ვიცე-სპიკერსა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე კარსტენ ჰონგესთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკუს კნუტთან, სოციალ-დემოკრატიული პარტიის, ლიბერალური ალიანსისა და მოდერატების პარტიის საგარეოპოლიტიკურ სპიკერებთან.

საპარლამენტო დელეგაციის მიერ გამართული შეხვედრებისას საქართველოსა და დანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატების გააქტიურების მნიშვნელობას.

ნიკოლოზ სამხარაძე დანიურ მხარეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრებზე ასევე მიმოიხილეს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონზე.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებისათვის და „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრებისას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი და ალიანსის წევრების მხრიდან ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის გაფართოებისადმი არსებული სკეპტიკური დამოკიდებულება განიხილეს. დისკუსია გაიმართა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგისა და საგნობრივი მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობას.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა დანიელ კოლეგებს მიწვევისთვის.

ნიკოლოზ სამხარაძემ დანიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში საპასუხო ვიზიტად მოიწვია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს | Rustavi2

თემა: საგარეო

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • ფორმულა·05:53
    თურქეთის საგარეო მინისტრი ბათუმში მომხდარის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა
  • იმედი·00:51
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ გვაქვს არანაირი განზრახვა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ლიბიამდე ან სხვა რომელიმე ქვეყნამდე გავავრცელოთ
  • ინტერპრესნიუსი·00:37
    თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს ბათუმის სტადიონზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრნენ
  • GHN·00:29
    თურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა - Anadolu
საგარეოპარლამენტის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·12:54

თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია - დავასანქცირებ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და ამის ფონზე უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი შეიძლება გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას

თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია - დავასანქცირებ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და ამის ფონზე უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი შეიძლება გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
რუსთავი 2·12:52

Euronews: "წმინდა პოლიტიკური თეატრი" და უთანხმოება - ევროკავშირის ქვეყნებმა 7 წლიანი ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

Euronews: "წმინდა პოლიტიკური თეატრი" და უთანხმოება - ევროკავშირის ქვეყნებმა 7 წლიანი ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რუსთავი 2·12:26

კახა კალაძე USAID-ის ფაილებზე: დადასტურდა ის, რაზეც ვსაუბრობდით - წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო

კახა კალაძე USAID-ის ფაილებზე: დადასტურდა ის, რაზეც ვსაუბრობდით - წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო
რუსთავი 2·12:25

პეტერ მადიარი ევროკავშირის საგანგებო სამიტზე: სრულიად უშედეგო სხდომა იყო, წევრ სახელმწიფოებს შორის პოზიციები კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს

პეტერ მადიარი ევროკავშირის საგანგებო სამიტზე: სრულიად უშედეგო სხდომა იყო, წევრ სახელმწიფოებს შორის პოზიციები კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.