ორიგინალი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
რუსთავი 2·15:25

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

27 ნოემბერი, 2026 · 15:25

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაგეგმური ინსპექტირებები განახორციელეს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ასევე, სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები.

შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ინდმეწარმე თ. ს.-ს კუთვნილი ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზუგდიდში ფიზიკური პირის, ლ. დ.-ს (მისამართი: მისამართი: ზუგდიდი, ყურწუას N44) მიერ ხორცპროდუქტების (კუპატი) არალეგალური წარმოების ფაქტი გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე.

სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდმეწარმე ნ. მ.-ს (მისამართი: ახალქალაქში, ნალბანდიანის ქ. N96) კუთვნილ საცხობში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ასევე, დაფიქსირდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა გარეშე საქმიანობის და ყველის ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები. გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ, სამივე ობიექტს კი საწარმოო პროცესი შესაბამისი დარღვევების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

თემა: პროცესი

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • იმედი·14:23
    ზურაბ პატარაძე: თურქეთის ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად შეასრულა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი. ამ დროისათვის ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი
  • პალიტრა ნიუსი·12:03
    მიმდინარე პროცესებს გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" “ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი ვალერი ჩეჩელაშვილი და „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია აფასებენ
  • ტვ პირველი·22:08
    საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესში ყველაზე მძიმე საქართველოსთვის 2008 წლის ომის დაწყების დაბრალებაა - ელენე ხოშტარია
  • ინტერპრესნიუსი·21:04
    ელენე ხოშტარია - საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესში ყველაზე მძიმე საქართველოსთვის 2008 წლის ომის დაწყების დაბრალებაა - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ, როგორმე მიჩქმალონ ომის ნაწილი, რომ თავიდან აირიდონ დიდი პროტესტი
პროცესი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·15:37

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა
რუსთავი 2·15:36

თამარ ჩერგოლეიშვილი USAID-ის სკანდალურ დოკუმენტებზე: აქ რაც მაწუხებს არის უბრალოდ ჩვენი სამოქალაქო ელიტის უსუსურობა

თამარ ჩერგოლეიშვილი USAID-ის სკანდალურ დოკუმენტებზე: აქ რაც მაწუხებს არის უბრალოდ ჩვენი სამოქალაქო ელიტის უსუსურობა
რუსთავი 2·15:35

ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული

ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული
რუსთავი 2·15:34

არაერთხელ გვითქვამს, რომ სააკაშვილი, "ნაცმოძრაობა", მისი ფილიალები, სამწუხაროდ, ყოველთვის მოქმედებდნენ ისე, რომ ეს ხელსაყრელი ყოფილიყო შემდეგ რუსეთისთვის - გურამ მაჭარაშვილი

არაერთხელ გვითქვამს, რომ სააკაშვილი, "ნაცმოძრაობა", მისი ფილიალები, სამწუხაროდ, ყოველთვის მოქმედებდნენ ისე, რომ ეს ხელსაყრელი ყოფილიყო შემდეგ რუსეთისთვის - გურამ მაჭარაშვილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.