ორიგინალი
"ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა ეფუძნება ნდობას, ეფექტიან კოორდინაციას და საერთო მიზნებისადმი ერთგულებას, რაც ერთობლივი ინიციატივების წარმატებით განხორციელების წინაპირობაა" - ერევანში სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
რუსთავი 2·15:29

"ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა ეფუძნება ნდობას, ეფექტიან კოორდინაციას და საერთო მიზნებისადმი ერთგულებას, რაც ერთობლივი ინიციატივების წარმატებით განხორციელების წინაპირობაა" - ერევანში სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

27 ნოემბერი, 2026 · 15:29

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ღონისძიება უნიკალური შესაძლებლობაა იუსტიციის სფეროს აქტუალური საკითხების განხილვის, გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და უკვე ჩამოყალიბებული მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

"ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა ეფუძნება ნდობას, ეფექტიან კოორდინაციასა და საერთო მიზნებისადმი ერთგულებას, რაც ერთობლივი ინიციატივების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წლევანდელმა ფორუმმა კიდევ უფრო განამტკიცა უწყებებს შორის პროფესიული და ინსტიტუციური კავშირები. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი თემატური შედეგები და გამოკვეთილი სამომავლო პრიორიტეტები უზრუნველყოფს მომავალში მათ პრაქტიკული შედეგებით განმტკიცებას", – განაცხადა პაატა სალიამ.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოსა და სომხეთის როლზე რეგიონში დემოკრატიული და სამართლებრივი ღირებულებებისა და სტანდარტების განმტკიცების პროცესში.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. წლევანდელი, რიგით მე-7 ფორუმის თემატურ სესიებზე იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და მართლმსაჯულების სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებაზე იმსჯელეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე, აგრეთვე, ორი ქვეყნის გენერალური პროკურატურების, ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე მომუშავე სპეციალისტები.

ფორუმის ფარგლებში პაატა სალიამ შეხვედრები გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ეროვნული კრების თავმჯდომარე რუბენ რუბინიანსა და იუსტიციის მინისტრ სრბუჰი გალიანთან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა ეფუძნება ნდობას, ეფექტიან კოორდინაციას და საერთო მიზნებისადმი ერთგულებას, რაც ერთობლივი ინიციატივების წარმატებით განხორციელების წინაპირობაა" - ერევანში სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·15:37

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა
რუსთავი 2·15:36

თამარ ჩერგოლეიშვილი USAID-ის სკანდალურ დოკუმენტებზე: აქ რაც მაწუხებს არის უბრალოდ ჩვენი სამოქალაქო ელიტის უსუსურობა

თამარ ჩერგოლეიშვილი USAID-ის სკანდალურ დოკუმენტებზე: აქ რაც მაწუხებს არის უბრალოდ ჩვენი სამოქალაქო ელიტის უსუსურობა
რუსთავი 2·15:35

ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული

ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული
რუსთავი 2·15:34

არაერთხელ გვითქვამს, რომ სააკაშვილი, "ნაცმოძრაობა", მისი ფილიალები, სამწუხაროდ, ყოველთვის მოქმედებდნენ ისე, რომ ეს ხელსაყრელი ყოფილიყო შემდეგ რუსეთისთვის - გურამ მაჭარაშვილი

არაერთხელ გვითქვამს, რომ სააკაშვილი, "ნაცმოძრაობა", მისი ფილიალები, სამწუხაროდ, ყოველთვის მოქმედებდნენ ისე, რომ ეს ხელსაყრელი ყოფილიყო შემდეგ რუსეთისთვის - გურამ მაჭარაშვილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.