მიტროპოლიტ აბრაამს 29 ნოემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ - წმინდა სინოდის წევრს 1-ელ დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ | Rustavi2
დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველს, მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) 29 ნოემბერს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ. წმინდა სინოდის წევრი, 1-ელ დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში დაიკრძალება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ცხედარს დაასვენებენ სიონის საპატრიარქო ტაძარში ამა წლის 29 ნოემბერს, კვირას, 12:00 საათზე.
ახლად შესვენებული მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში აღევლინება 29 და 30 ნოემბერს. დაიკრძალება 1-ელ დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში
ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.
