ორიგინალი
არქეოლოგიური აღმოჩენა ბოლნისში - მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა
რუსთავი 2·21:57

არქეოლოგიური აღმოჩენა ბოლნისში - მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა

27 ნოემბერი, 2026 · 21:57

ბოლნისში, მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა. წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ეს ნეოლითური ხანის სამარხი იყოს.

საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის სამარხი აქამდე არასოდეს დაფიქსირებულა. აღმოჩენამ უკვე მიიღო განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობის სტატუსი.

ახლა დამატებითმა კვლევებმა უნდა დაადასტუროს მოპოვებული მასალის ზუსტი თარიღი და განსაზღვროს მისი სამეცნიერო მნიშვნელობა.

მაშავერას გორა მსოფლიოში ცნობილი შულავერი-შომუთეფეს არქეოლოგიური კულტურის გამორჩეული ძეგლია. ის ნეოლითურთან ერთად შუა საუკუნეების კულტურულ ფენებსაც მოიცავს, რაც ამ ტერიტორიაზე ადამიანის ხანგრძლივ ცხოვრებაზე მიუთითებს.

პირველი არქეოლოგიური სამუშაოები აქ 1988 წელს ჩატარდა, გათხრები კი 2020 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციამ განაახლა.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძეგლზე გამოვლენილია ძვ. წ. VI ათასწლეულისთვის დამახასიათებელი, წრიული და ოვალური გეგმარების მქონე ალიზის საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. მოპოვებული არტეფაქტები უძველესი მიწათმოქმედი საზოგადოების ყოფასა და განვითარების დონეს ასახავს.

არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიცია ახორციელებს.

ახლა მეცნიერების მთავარი ამოცანა აღმოჩენილი მასალის საფუძვლიანი შესწავლაა, რომელმაც შესაძლოა უძველესი მოსახლეობის ცხოვრების, სოციალიზაციისა და იმდროინდელი კულტურის შესახებ ახალი ცნობები მოგვაწოდოს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. არქეოლოგიური აღმოჩენა ბოლნისში - მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·22:30

ლაგოდეხში პროექტის, "გმირის დღის" ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

ლაგოდეხში პროექტის, "გმირის დღის" ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
რუსთავი 2·22:20

შალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ

შალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ
რუსთავი 2·22:19

კატარში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის პოპულარიზაციის ღონისძიება გაიმართა

კატარში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის პოპულარიზაციის ღონისძიება გაიმართა
რუსთავი 2·21:56

ისტორიული გამარჯვება და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საბერძნეთი ბოლო წუთებზე დაამარცხა

ისტორიული გამარჯვება და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საბერძნეთი ბოლო წუთებზე დაამარცხა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.