ორიგინალი
გიორგი სოსიაშვილი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: ჩვენი ახალგაზრდობისთვის უდიდესი შესაძლებლობაა, წარმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი
რუსთავი 2·14:32

გიორგი სოსიაშვილი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: ჩვენი ახალგაზრდობისთვის უდიდესი შესაძლებლობაა, წარმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი

28 ნოემბერი, 2026 · 14:32

საქართველოს განათლების სამინისტრო აზიის ნომერ პირველ და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს.

ცოტნე ივანიშვილის ინიციატივითა და ჩართულობით მიღწეული შეთანხმება მაღალი აკადემიური მოსწრების ქართველ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მსოფლიო რეიტინგის მე-11 ადგილზე მყოფ სასწავლებელში სრული დაფინანსებით ისწავლონ.

ამ უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი სწორედ ცოტნე ივანიშვილია. შერჩეული მოსწავლეების სწავლის საფასურს, რომელიც წლიურად 42 000 დოლარამდე აღწევს, საქართველოს მთავრობა და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი დააფინანსებენ.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის თქმით, ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევა ქართველი ახალგაზრდებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა, რათა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა საკუთარი პოტენციალი წარმოაჩინონ.

"ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის უმაღლესი სასწავლებელი მსოფლიოში. აზიაში, აზიურ სივრცეში ნომერ პირველი და მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი დონის აღიარებული სასწავლებელი და მე ვფიქრობ, რომ ბატონი ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევა, რომ ხელი შეუწყოს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან ქართველი ახალგაზრდების თანამშრომლობას და ქართველი ახალგაზრდების დაახლოებას, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ახალგაზრდობისთვის უდიდესი შესაძლებლობა, რომ წარმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი. ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს და ამ ახალგაზრდებს სჭირდება ამის შესაძლებლობათა მიცემა და მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ამ საქმეში," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. გიორგი სოსიაშვილი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: ჩვენი ახალგაზრდობისთვის უდიდესი შესაძლებლობაა, წარმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·14:39

გიორგი ვოლსკი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: მისასალმებელია ცოტნე ივანიშვილის დამსახურება ამ ურთიერთობების განვითარებაში, პატარა სახელმწიფოსათვის განათლების სფეროში ასეთი თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია

რუსთავი 2·14:34

კანარის კუნძულებთან, მიგრანტების ნავზე, 14 ადამიანის ცხედარი იპოვეს

კანარის კუნძულებთან, მიგრანტების ნავზე, 14 ადამიანის ცხედარი იპოვეს
რუსთავი 2·14:33

"ადამიანები, რომელსაც ვედავებით არაკონსტიტუციურ მოქმედებასთან დაკავშირებით, ღია შეტევაზე გადავიდნენ და თავისი პოზიცია სრულად გამოავლინეს" - გია ვოლსკი

"ადამიანები, რომელსაც ვედავებით არაკონსტიტუციურ მოქმედებასთან დაკავშირებით, ღია შეტევაზე გადავიდნენ და თავისი პოზიცია სრულად გამოავლინეს" - გია ვოლსკი
რუსთავი 2·14:31

პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.