ორიგინალი
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ომანის ყურეში, ირანის საზღვაო ბლოკადის გარღვევის მცდელობისას, კომერციული გემი შეაჩერა
რუსთავი 2·17:04

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ომანის ყურეში, ირანის საზღვაო ბლოკადის გარღვევის მცდელობისას, კომერციული გემი შეაჩერა

28 ნოემბერი, 2026 · 17:04

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ომანის ყურეში კომერციული გემი მწყობრიდან გამოიყვანა მას შემდეგ, რაც გემმა, ირანის პორტიდან გასვლის შემდეგ, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევა სცადა.

CENTCOM-ის ინფორმაციით, გემი არაერთხელ გააფრთხილეს, თუმცა მან კურსი არ შეიცვალა.

ხომალდის შესაჩერებლად, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენა და პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემს, M/V Pacific Archer-ს, უკანა ნაწილში დაარტყა. შედეგად, გემის ძრავის სისტემა საბოლოოდ მწყობრიდან გამოვიდა. შემთხვევის შედეგად, სამოქალაქო ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

მშრალი ტვირთის გადამზიდავი გემი რეგიონულ წყლებში გადაადგილებას ცდილობდა მას შემდეგ, რაც ირანის პორტ ბანდარ-აბასიდან (Bandar Abbas) გავიდა.

როგორც CENTCOM-ის განცხადებაშია აღნიშნული, ისინი საზღვაო ბლოკადის მკაცრ აღსრულებას აგრძელებენ.

აშშ-ის ძალებმა უკვე 158 კომერციულ გემს, რომლებიც მოთხოვნებს დაემორჩილნენ, კურსი შეუცვალეს, ხოლო ექვსი გემი, რომლებმაც მოთხოვნების შესრულებაზე უარი თქვეს, მწყობრიდან გამოიყვანეს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ომანის ყურეში და ჰორმუზის სრუტის მისადგომებთან მცურავ ყველა მეზღვაურს მოუწოდებს, გაითვალისწინონ CENTCOM-ის ძალების მიერ გაცემული ბლოკადის შესახებ გაფრთხილებები.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ომანის ყურეში, ირანის საზღვაო ბლოკადის გარღვევის მცდელობისას, კომერციული გემი შეაჩერა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·17:35

ირაკლი ლატარია: ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა - ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა ამ ისტორიული შესაძლებლობის საფუძველი

რუსთავი 2·17:16

ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი ცოტნე ივანიშვილია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა

რუსთავი 2·17:00

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები სპეციალური ოპერაციების სარდლობის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები სპეციალური ოპერაციების სარდლობის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ
რუსთავი 2·16:03

"საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვან და ავთენტურ მიმართულებას, მართლაც უსაზღვრო პოტენციალი აქვს" - Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი

"საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვან და ავთენტურ მიმართულებას, მართლაც უსაზღვრო პოტენციალი აქვს" - Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.