ორიგინალი
შესაძლებლობების ახალი ფანჯარა და ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა, რომელიც ისტორიულ თანამშრომლობად იქცა - აზიის ნომერ პირველი და მსოფლიოს ტოპ 11-ეულში შემავალი უნივერსიტეტის კარი ქართველი ახალგაზრდებისთვის იხსნება | Rustavi2
რუსთავი 2·21:12

28 ნოემბერი, 2026 · 21:12

აზიაში ნომერ პირველი, მსოფლიო რეიტინგით კი მე-11 საერთაშორისო უნივერსიტეტის კარი ქართველი ახალგაზრდებისთვის იხსნება, თანაც - საგამონაკლისო წესით. მემორანდუმი ჯერ გაფორმებული არ არის, საერთაშორისო აპლიკაციების მიღების ვადაც ამოწურულია, თუმცა, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან მოლაპარაკების შედეგად, სპეციალურად საქართველოდან განაცხადების მიღება მიმდინარე წელსვე დაიწყება და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მსოფლიოში აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან უპრეცედენტო შეთანხმება ამ უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტის, ცოტნე ივანიშვილის ინიციატივით შედგა. მოლაპარაკებებიც უშუალოდ მან დაიწყო.

სწავლის საფასურის ნაწილს საქართველოს მთავრობა, ნაწილს კი თავად ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი დააფინანსებს. შედეგად, ქართველი მოსწავლე, რომელიც წარმატებით გაივლის საკონკურსო ეტაპს, სრული დაფინანსებით ისწავლის. შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აკადემიურ მოსწრებას, ინგლისური ენის ფლობის დონეს, ასევე, ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას.

კონკურსის პირობებსა და დაფინანსების წესთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა უკვე გამართა. საჭირო ინფორმაცია, პირველ ეტაპზე, ფიზიკა-მათემატიკური სკოლების წარმომადგენლებს გააცნეს.

სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები მიიღებენ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის საერთაშორისო დიპლომს, რაც მათ საშუალებას მისცემს, სწავლა მომდევნო საფეხურზე გააგრძელონ, ან, მიღებული ცოდნით, საკუთარი პროფილის შესაბამისად, საქართველოში დასაქმდნენ.

რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, რომლის ინიციატორიც ცოტნე ივანიშვილია - საკითხს დედაქალაქის მერი სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

ახალი, უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რომელიც მათ უფრო დააახლოებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან - ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან პარტნიორობის გაფორმება რომ წინ გადადგმული ნაბიჯია, ამაზე აკეთებენ აქცენტს მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებიც.

დღეს, განათლების მინისტრმა ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა, თუ რამდენად ფართოა არჩევანის არეალი, რომელსაც უნივერსიტეტი ქართველ აბიტურიენტებს სთავაზობს. ჰონგ-კონგის მრავალპროფილურ საგანმანათლებლო დაწესებულებას 57 მიმართულება აქვს, მათ შორისაა ამჟამად ყველაზე მოთხოვნადი და დეფიციტური ფაკულტეტებიც.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს შეარჩევს. საგამონაკლისო წესით, კონკურსში მონაწილეობა წელს მე-12 კლასელებს შეეძლებათ, მომავალი წლიდან კი პროგრამაში უკვე მე-11 კლასის მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. შესაძლებლობების ახალი ფანჯარა და ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა, რომელიც ისტორიულ თანამშრომლობად იქცა - აზიის ნომერ პირველი და მსოფლიოს ტოპ 11-ეულში შემავალი უნივერსიტეტის კარი ქართველი ახალგაზრდებისთვის იხსნება | Rustavi2

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • იმედი·18:57
    ზაალ ანჯაფარიძე: ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი - ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პირველი ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას
  • ტვ პირველი·17:01
    ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი ივანიშვილმა შიგნიდან ჩაკეტა, სურს, რომ მთელი ქვეყანა საკუთარ კაზინოდ აქციოს - ფარულავა
  • აჭარის ტელევიზია·16:54
    კახა კალაძე: საქართველო ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს, ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს
  • ფორმულა·15:23
    მიქანაძე: ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვიწყებთ
ივანიშვილისუნივერსიტეტთან

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·21:23

პრემიერი: ცნობილი გამონათქვამია, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი...ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს - ქვების გროვას უწოდებდა წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს

რუსთავი 2·21:22

მოსკოვის არათანმიმდევრული მიდგომა და თბილისის კითხვები - რა მიზანი აქვს ამჯერად რუსეთს, როდესაც, ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირების ფონზე, უნივერსიტეტების დაძმობილების ინიციატივით გამოდის?

მოსკოვის არათანმიმდევრული მიდგომა და თბილისის კითხვები - რა მიზანი აქვს ამჯერად რუსეთს, როდესაც, ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირების ფონზე, უნივერსიტეტების დაძმობილების ინიციატივით გამოდის?
რუსთავი 2·21:21

პრემიერი: აზერბაიჯანს ჰყავს ძალიან ღირსეული ლიდერი, პრეზიდენტი ალიევი და ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა - არის გარკვეული საკითხები, რაზეც არ გვაქვს საერთო პოზიცია და რაზეც შესაჯერებელია პოზიციები, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია დავით გარეჯის საკითხი

რუსთავი 2·21:07

პრემიერი: აბსოლუტურად გაუგებარია ის პოზიცია, რომელიც გამოხატა ღვინის თემაზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა - რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ძალიან ღირსეული პოლიტიკა, თავისი წითელი ხაზებით

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.