საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგრძლივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
Tuttosport-ის ინფორმაციით, "მილანი" გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ადრიენ რაბიოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და შეთანხმებასთან ახლოსაა.
"როსონერის" პრეზიდენტმა ჯერი კარდინალემ თავისი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი უწოდა და უნდა, რომ გულშემატკივრებს საშობაოდ 31 წლის ფეხბურთელის ახალი შრომითი ხელშეკრულების სახით საჩუქარი გაუკეთოს.
კარდინალე "ჯიბეზე ხელის გაკვრასაც" აპირებს და რაბიოს ხელფასს გაუზრდის. ამასთან, "მილანის" მფლობელი ფანებს ჰპირდება, რომ კლუბს ზამთარში გვარიანად გააძლიერებს.
