VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 დილა. შეიძლება, მომდევნო ტურშიც გადაწყდეს...
ბათუმის "დინამომ" თორნიკე კირკიტაძის დუბლით დამაჯერებლად დაამარცხა გორის "დილა" და ძალიან ცოტა აშორებს ჩემპიონის ტიტულამდე.
თუ მომდევნო ტურში (1 დეკემბერი) ჭიარბრიშვილის გუნდი დაამარცხებს უშუალო მოქიშპე "იბერიას", ფინიშამდე ერთი ტურით გაინაღდებს ოქროს მედლებს.
დინამო (ბთ)-დილა 2:0
1:0 კირკიტაძე (28, მანდრიჩენკოს პასით), 2:0 კირკიტაძე (81)
დინამო: კუპატაძე, ტურიცოვი, მ. კობახიძე, კარლსონი, ლაკვეხელიანი (კალანდარიშვილი 59), ალთუნაშვილი (კალეი 80), ჯაფარიძე (ეშეტიე 59), კირკიტაძე, შენგელია, წულუკიძე (პაულო ვიტორი 46), მანდრიჩენკო (მილჩენკო 67)
დილა: სანიკიძე, კიკაბიძე, ეტუ, პუკეტი (ჯალაღონია 46), ედჰარტი, ანოფი, გრაბოვსკისი (შეყილაძე 66), დიუფი, ფარულავა (გოგობერიშვილი 79), კანტე (მუსელიანი 79), ზარგარი (გ. კობახიძე 88)
არბიტრი: ირაკლი შენგელია
