[VIDEO] ბელინგემის წითელი ბარათი, ობსტრუქცია ვინისიუსს და "რეალის" მარცხი "ალავესთან"
ლა ლიგის მე-14 ტურში "ალავესმა" მადრიდის "რეალი" სტუმრად 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე ტონი მარტინესმა გახსნა, 61-ე წუთზე კი ანხელ პერესმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
69-ე წუთზე კილიან მბაპემ სხვაობა შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში "სამეფო კლუბმა" მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხა.
88-ე წუთზე ბელინგემმა სიმულაციის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "ბლანკოსი" 10 კაცით დარჩა.
შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში ვინისიუს ჟუნიორმა წარუმატებელი დრიბლინგის შემდეგ ბურთი დაკარგა, რასაც "რეალის" ქომაგებისგან გამაყრუებელი სტვენა მოჰყვა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მადრიდული პუბლიკა ბრაზილიელის ქმედებებს ამგვარი რეაქციით პასუხობს.
"რეალი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 33 ქულით მესამე ადგილზეა და მორიგ შეხვედრას 2 დეკემბერს, "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ გამართავს.
![[VIDEO] ბელინგემის წითელი ბარათი, ობსტრუქცია ვინისიუსს და "რეალის" მარცხი "ალავესთან"](/_next/image?url=https%3A%2F%2Fsportall.ge%2Fmedia%2Fuploads%2F2026%2F11-29%2Fscreenshot-2026-11-29-112352-1795937267_clone.png&w=3840&q=75)