შანსი უდიდესია - როგორია საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის პერსპექტივა?
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველომ პორტუგალიას 92:78, ესპანეთმა საბერძნეთს 83:74, მონტენეგრომ კი უკრაინას 77:71 მოუგო. ჯგუფში სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება.
1. ესპანეთი 7 (897:766, +131)
2. საქართველო 7 (868:827, +41)
3. უკრაინა 6 (845:796, +49)
4. პორტუგალია 5 (843:818, +25)
5. მონტენეგრო 5 (713:797, - 84)
6. საბერძნეთი 4 (779:771, +8)
ორი ტურით ადრე საქართველოს ნაკრები სამეულს მიღმა მყოფ ნაკრებებს 2-2 მოგებით უსწრებს და სასწაული უნდა მოხდეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვოს.
ჩვენი გუნდი 26 თებერვალს მონტენეგროს ესტუმრება, ხოლო 1-ელ მარტს საბერძნეთს უმასპინძლებს, რომელიც უკვე ჩარჩა ჯგუფში.
