ორიგინალი
„გალათასარაი“ და 5 თურქული კლუბი ბათუმში „პოლიციის ქმედებს გმობს“
რადიო თავისუფლება·23:32

„გალათასარაი“ და 5 თურქული კლუბი ბათუმში „პოლიციის ქმედებს გმობს“

26 ნოემბერი, 2026 · 23:32

თურქეთის ახალი ამბების სამთავრობო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, თურქულმა საფეხბურთო კლუბებმა „ბეშიქთაშის“ მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს მას შემდეგ, რაც ბათუმში ისრაელურ კლუბთან თურქ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

„თურქეთის სუპერლიგის რამდენიმე კლუბმა საქართველოში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ სამართალდამცველების მოქმედება დაგმო“, - წერს Anadolu.

ეს კლუბებია: „ფენერბახჩე“, „გალათასარაი“, „ბაშაქშეჰირი“, „სამსუნსპორი“, „ტრაბზონსპორი“ და „ერზურუმსპორი“.

მათი განცხადება ჯერ კიდევ მატჩის დასრულებამდე გავრცელდა.

„არაპროპორციული ძალა“

„ფენერბახჩემ“ განაცხადა, რომ „არაპროპორციული ძალის გამოყენება „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ მიუღებელია.

„გულშემატკივრებმა, რომლებიც, ისევე როგორც ყველა თურქი მოქალაქე, დაჩაგრულთა მხარდაჭერას ჰუმანიტარულ პასუხისმგებლობად მიიჩნევენ, პალესტინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს“, - აცხადებს კლუბი.

„გალათასარაიმაც“ დაგმო ის, რასაც უწოდა „პოლიციის არაპროპორციული ჩარევა“ და უეფას მოუწოდა, „შეწყვიტოს [თურქული] კლუბების მიმართ ისეთი პრაქტიკა, რომელიც თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება და ორმაგ სტანდარტებს გულისხმობს“.

„ტრაბზონსპორმა“, რომელმაც გააკრიტიკა უეფა „ორმაგი სტანდარტების გამო“, ასევე „მკაცრად დაგმო“ საქართველოს სამართალდამცველების, მისი შეფასებით, არაპროპორციული ჩარევა „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ, - „როგორც მატჩამდე, ისე თამაშის მიმდინარეობისას“.

„თურქული ფეხბურთისა და ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ უსამართლობის წინაშე ერთად დგომა და ერთიანად მოქმედება ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„დაშავებულებს, რომლებიც ინციდენტების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს კლუბი ერზურუმსპორი.

რა მოხდა ბათუმში

ბათუმის ქუჩებში თურქეთიდან ჩამოსულ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოედანზე, „ბათუმი არენაზეც“ გაგრძელდა.

საფეხბურთო მატჩი თურქულ და ისრაელურ კლუბებს შორის დროებით შეაჩერეს და 22:45 საათზე კვლავ განახლდა.

გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე სკამები დაამტვრიეს. პოლიციამ აქაც გამოიყენა წიწაკის სპრეი.დაპირისპირება უშუალოდ მოედანზეც გადავიდა.გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.სავარაუდოდ, არიან დაკავებულები - რადიო თავისუფლება ცდილობს მათი საერთო რაოდენობის დაზუსტებას შსს-სთან.

„ბეშიქთაში“ vs „ჰაპოელ ბეერ შევა“

ბათუმში, „ბათუმი არენაზე“ ერთმანეთს ხვდებიან თურქეთის „ბეშიქთაში“ და ისრაელის ბეერ შევას „ჰაპოელი“.

მანამდე, საღამოს ბათუმის ქუჩებში „ბეშიქთაშის“ დიდძალმა გულშემატკივარმა მსვლელობა გამართა.

გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ გამოიყენა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი.არიან დაშავებულები;გულშემატკივრები პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისვრიან.რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სთან დააზუსტოს, არიან თუ არა დაკავებულები და რამდენია მათი რაოდენობა.

მატჩი დაგეგმილ დროს, 21:45 საათზე დაიწყო.

საფეხბურთო მატჩი თურქეთში უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკის გამო ვერ ჩატარდა.

რატომ ბათუმში?

მატჩი „ბეშიქთაშის“ მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო;თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უეფას აცნობა, რომ უსაფრთხოების რისკების გამო, მატჩის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო;უეფამ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება 30 ოქტომბერს გამოცხადდა.

როგორია პოლიტიკური კონტექსტი?

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები გაუარესებულია ისრაელ-ღაზის ომის გამო.

ღაზაში 2023 წლიდან დაწყებული ომის ფონზე თურქეთის ხელისუფლება ისრაელს მკაცრად აკრიტიკებს.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები მკვეთრადაა გაუარესებული.

„ბეშიქთაში“ 2024 წლის ნოემბერში ისრაელის თელავივის „მაკაბის“ ასევე სტამბოლში უნდა შეხვედროდა, თუმცა მატჩი უნგრეთში გაიმართა - ისე, რომ მატჩზე გულშემატკივრები არ დაუშვეს.ამის წინაპირობა იყო „მაკაბის“ გულშემატკივრის დაპირისპირება ნიდერლანდურ „აიაქსთან“ იმავე თვის დასაწყისში (ეს მატჩი ამსტერდამში გაიმართა).

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. „გალათასარაი“ და 5 თურქული კლუბი ბათუმში „პოლიციის ქმედებს გმობს“

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·23:47

ერდოანის პარტიის სპიკერი „ბათუმი არენაზე“ პოლიციის ქმედებებს აკრიტიკებს

ერდოანის პარტიის სპიკერი „ბათუმი არენაზე“ პოლიციის ქმედებებს აკრიტიკებს
რადიო თავისუფლება·23:40

უკმაყოფილება ერთი კვირის შემდეგ - თბილისმა "დიპ სტეიტი" მოსკოვშიც დაინახა

უკმაყოფილება ერთი კვირის შემდეგ - თბილისმა "დიპ სტეიტი" მოსკოვშიც დაინახა
რადიო თავისუფლება·22:44

გულშემატკივართან დაპირისპირება „ბათუმი არენაზეც“ გაგრძელდა - მატჩი დროებით შეაჩერეს

გულშემატკივართან დაპირისპირება „ბათუმი არენაზეც“ გაგრძელდა - მატჩი დროებით შეაჩერეს
რადიო თავისუფლება·21:46

ფაშინიანმა დაუშვა სომხეთიდან რუსეთის მესაზღვრეების სრული გასვლა

ფაშინიანმა დაუშვა სომხეთიდან რუსეთის მესაზღვრეების სრული გასვლა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.