
"თუ "ოცნების" რეჟიმი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, იქნება შანსი, რომ აშშ-ის მოხდეს ურთიერთობების გარკვეული სტაბილიზაცია და გადატვირთვა" - გრიგოლ გეგელია | TV პირველი
"თუ "ქართული ოცნების" რეჟიმი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს იმ მიმართულებებით, რომელიც მან ძალიან კარგად იცის აშშ-ს მხრიდან, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება შანსი, რომ მოხდეს ურთიერთობების გარკვეული სტაბილიზაცია და გადატვირთვა" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მაისის დასაწყისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი ჩამოდის.
გრიგოლ გეგელიას თქმით, ეს არის ყველაზე მაღალი რანგის ამერიკული ვიზიტი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ვიზიტი საერთოდ, რაც საქართველოში განხორციელებულა ბოლო წლების განმავლობაში.
სახელმწიფო დეპარტამენტს მაღალ წარმომადგენელთან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საუბარი ყველა იმ ძირითად გამოწვევაზე, რაც დგას ქვეყანაში, საუბარი გვექნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის უდიდეს მნიშვნელობასა და სტრატეგიაზე ისევე, როგორც პოლიტიკურ და დემოკრატიულ საკითხებზე, რაც ძალიან დიდი გამოწვევად დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. შემიძლია ვთქვა, რომ აშშ-ს ძალიან მკაფიოდ აქვს გაცხადებული ის, რომ ამერიკა მოელის „ქოცური“ რეჟიმისგან კონკრეტული ტიპის ქმედებებს და რომ შესაძლო გადატვირთვის, თუ ნორმალიზების ბედი მთლიანად დამოკიდებულია იმ ქმედებებზე და რიტორიკაზე რაც ექნება ახლა და შემდგომ პერიოდში „ქართულ ოცნების“ რეჟიმს. თუ „ქართული ოცნება“ არაფერს მოიმოქმედებს, გინდა აპრილი იყოს, გინდა მაისი და ოქტომბერი, მისთვის სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება ნორმალიზების კუთხით და პირიქით, თუ „ქართული ოცნების“ რეჟიმი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს იმ მიმართულებებით, რომელიც მან ძალიან კარგად იცის აშშ-ს მხრიდან, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება შანსი, რომ მოხდეს ურთიერთობების გარკვეული სტაბილიზაცია და გადატვირთვა. ამიტომ, კალენდრით ჩხირკედელაობაზე, აპრილზე და მაისზე ლაპარაკს „ქოცებს“ ვურჩევდი, საქმეს მიხედონ, კონკრეტული ნაბიჯები გადადგან და აშშ-სთან მიაღწიონ გარკვეული ტიპის სტაბილიზაციას, რომელიც პირველ რიგში, გავა ჩვენი პოლიტიკური სტაბილიზაციაზე, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური სისტემის გადატვირთვა და ანტიამერიკული,ანტიევროპული და ანტიეროვნული რიტორიკის და პრაქტიკის შეწყვეტა," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
